ისრაელის ელჩი - საქართველოს მთავრობასთან განვიხილავთ ისრაელში ლეგალურად დასაქმების სფეროების გაფართოების საკითხს

ჩვენ გვაქვს შეთანხმება, საქართველოსა და ისრაელის მთავრობებმა გააფორმეს შეთანხმება მომვლელად ადამიანების დასაქმებისთვის სამუშაო ადგილების საკმაოდ დიდ კვოტაზე, იმისთვის, რომ მათ ისრაელში ჩამოსვლა და ლეგალურად მუშაობა შეძლონ , - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადიმ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს და ისრაელის მთავრობები ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების სფეროების გაფართოების საკითხს განიხილავენ.

„მოვუწოდებ ყველას, ვინც დაინტერესებულია ისრაელში მუშაობით, საუბარია არა სამუდამო, არამედ მცირე პერიოდზე. მოვლის ბიზნესში დასაქმების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. დიახ, ჩვენ საქართველოს მთავრობასთან განვიხილავთ დასაქმების სფეროების გაფართოებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს განხორციელდება მთავრობის ეგიდით და მტკიცე შეთანხმებით“, - აღნიშნა ელჩმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა