პაატა მანჯგალაძე - საპარლამენტო ბოიკოტი არის გაფრთხილება „ქართული ოცნებისთვის“, რომ თუ ნაკლებ სივრცეს დატოვებს პოლიტიკური თანაარსებობისთვის, მწვავე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს

თუ ნაკლებ პოლიტიკურ სივრცეს დატოვებს „ქართული ოცნება“ პოლიტიკური თანაარსებობისთვის, ჩვენ უფრო მწვავე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, ბოიკოტის გამოცხადება და აქციების რეჟიმზე გადასვლა ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნებისთვის“ გაფრთხილებაა.

„ეს არის გზავნილი, გაფრთხილება „ქართლი ოცნებისთვის“. თუ ნაკლებ პოლიტიკურ სივრცეს დატოვებს პოლიტიკური თანაარსებობისთვის, ჩვენ მოგვიწევს უფრო მწვავე გადაწყვეტილების მიღება, იძულებითი ნაბიჯიდან გამომდინარე. „ქართული ოცნება“ კლავს სააკაშვილს და ოპოზიციას რეაქცია არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესის თანამონაწილე ხარ. გაკარგვინებს კანდიდატის სტატუსს, ამას არ აპროტესტებ ქუჩაში და ჩუმად ხარ, ეს თანამონაწილეობაა ამ პროცესში. ყველამ გავიაზროთ პასუხისმგებლობა, მოქალაქესაც მივმართავ და იმ ჩემს კოლეგებსაც, ვინც დღეს „ქართულ ოცნებასთან“ ერთადაა პარლამენტში. რა ბერკეტი უფრო ეფექტურია, თვლით, რომ პარლამენტის სხდომაა? გააკეთეთ ისე, რომ მე არ გამაკრიტიკო. „ქართული ოცნება“ რომ ლაპარაკობს რაღაცას, დამაჯერებლობა არ აქვს, მაგრამ ამას თუ ადასტურებს მესამე და მეოთხე მხარე, მაშინ დამაჯერებელია. მიკვირს ოპოზიციური კოლეგების, ვინც „ქართულ ოცნებასთან“ ხმაშეწყობით ლაპარაკობენ იმავეს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ქართველ ადამიანების ტვინებზე შეტევა მიმდინარეობს, ხოლო ამას ოპოზიცია ერთიანობას ვერ უპირისპირებს.

„ორკესტრირებული ბრძოლა მიდის რუსეთთან ერთად, მიდის დამუშავება და შეტევა ადამიანის ტვინებზე და რას უპირისპირებს ამას ოპოზიცია? სხვადასხვა ხმით, სხვადასხვა დღის წესრიგით, არანაირი კონსენსუსი არცერთ საკითხზე. ვეუბნებით „მიშა არ მოვკლათ... მოდით“, არ უნდათ. ვეუბნებით, „მოდით, ევროპამ მაინც გაგვაერთიანოს“, მაგრამ არა, ამბობენ, რომ „ჩვენთვის ახლა არის პარტიის გაძლიერება მთავარი“. კარგი, გააძლიერე პარტია, მაგრამ ევროპა როგორ უშლის ამას ხელს? არ მოდიან ამაზე. ვეუბნებით, მაშინ რაც გინდათ, გვითხრით თემა და მოვალთ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძემ გადაცემაში ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც გააკრიტიკა, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „თავად უნდა მიხედოს თავის თავს“.

„არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ ადამიანის სიცოცხლე არის ხელშეუვალი უფლება. სააკაშვილზე ამერიკელმა ექსპერტმა თქვა, რომ მოწამლულია მძიმე მეტალებით, რაც არავის გაუქარწყლებია. ასეთ დროს, რა ადამიანობაა, რომ გამოდიხარ, ოპოზიციონერი გქვია და ლაპარაკობ, რომ „სააკაშვილმა თავად უნდა მიხედოს თავის თავს“. რა ქნას? - მიუნჰაუზენი ხომ არ არის. როგორ უნდა გადაირჩინოს თავი, მოწამლულია ადამიანი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა