გიგა ბოკერია „ქართულ ოცნებაზე“ - სჭირდებათ თქვან, რომ უპირატესობა რუსეთს აქვს, რადგან ამას ეყრდნობა მათი გზავნილი და ძალაუფლება ქვეყნის შიგნით

სჭირდებათ თქვან, რომ უპირატესობა რუსეთს აქვს, რადგან ამას ეყრდნობა მათი გზავნილი და ძალაუფლება ქვეყნის შიგნით , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, მოლდოვა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რამხელა სიცრუეა „ოცნების“ ანტიდასავლური კამპანია, რომ დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომს სთხოვს.

„ორი რამ არის აღსანიშნავი კობახიძის კიდე ერთ სამარცხვინო განცხადებასა და შემდეგ, რაც მოვისმინეთ მდინარაძისგან და დანარჩენებისგან გაკეთებულ კომენტარებში:

პირველი, როგორ აღიქვამენ საერთოდ ვითარებას, რადგან ფსიქოანალიზში არსებობს მსგავსი რამ, რომ წამოცდენამ შეიძლება აჩვენოს რეალური განწყობა, ეს კი წამოცდენაც არ არის. ამ ხალხს სჭირდება, რომ ასე დასახოს ვითარება, იმ სამხედრო კრახის ფონზე, რაც რუსულმა სამხედრო მანქანამ განიცადა, როცა კიევთან იყვნენ მისულები, ხოლო იმის შემდეგ უკან იხევენ. მათ სჭირდებათ თქვან, რომ უპირატესობა რუსეთს აქვს, რადგან ამას ეყრდნობა მათი გზავნილი და ძალაუფლება ქვეყნის შიგნით ადამიანების შიშსა და ემოციებზე თამაშით.

მეორე, მოლდოვის მაგალითის უტიფრად მოყვანა, როდესაც მოლდოვა კიდევ ერთი მაგალითია ყველასთვის, თუ რამხელა სიცრუეა და მავნებლობაა მთელი ეს ანტიდასავლური ანუ ანტიქართული კამპანია, რომ დასავლეთი თურმე ომს გვთხოვს საქართველოში და ამიტომ გვსჯის, რომ ეს არ გავაკეთეთ. როცა მოლდოვას კანდიდატის სტატუსიც მისცეს, სტრატეგიული პარტნიორობაც გაღრმავებულია აშშ-სთან და ყველასთან მის ხელისუფლებას, არავის არ მოუთხოვია მათთვის დნესტრისპირეთის ძალით აღება, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული მათი ტერიტორიაა. ესეც მათი უტიფარი სიცრუის მაგალითია”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა