გიორგი აბაშიშვილი - პრემიერს ვალდებულება აქვს იმოქმედოს თუ კითხვის ნიშნებს ხედავს - ფასებზე ყველაფერი უნდა მოვიკვლიოთ, სად არის არაჯანსაღი კონკურენციის წილი და სად - წმინდა ინფლაციის

პრემიერ-მინისტრს ვალდებულება აქვს იმოქმედოს თუ კითხვის ნიშნებს ხედავს და ყველაფერი უნდა მოვიკვლიოთ, სად არის არაჯანსაღი კონკურენციის წილი და სად არის წმინდა ინფლაციის , - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განუცხადა, რითაც შეაფასა პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მან ფინანსთა, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს სურსათის იმპორტიორების დაბარება და ფასების შესწავლა დაავალა.

მისი თქმით, თუ აღნიშნულ საკითხში, არასწორი კონკურენცია აღმოჩნდა, მაშინ კანონში არსებული ბერკეტები უნდა ამოქმედდეს.

„საქართველოს აქვს მანდატი არაჯანსაღ კონკურენციაზე, თუმცა არაჯანსაღი კონკურენცია, შესაძლოა, იწვევდეს გაზრდილ ფასებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ, როდესაც შექმნა კონკურენციის სააგენტო, ამის ფუნქციონირების მთავარი ჭეშმარიტებაა კონკურენციის კონტროლი. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა მოიკითხოს რა ხდება ამ სფეროში.

ამიტომ პრემიერის ამ განცხადებაში ვინმემ დაინახოს, რომ ვაიმე სახელმწიფო იწყებს ფასების კონტროლს - ვისაც საქართველოს ეკონომიკაზე წარმოდგენა აქვს, რამდენად ღია ეკონომიკაა, შეუძლებელია ამ ქვეყანაში ფასების კონტროლი, ფიზიკურად ვერ გააკონტროლებ, გამორიცხულია, რადგან ძალიან ღია ეკონომიკაა.

სწორედ ამიტომ, ლოგიკურია, რომ თუ კითხვის ნიშანი ჩნდება, პრემიერს დაქვემდებარებული უწყებაა კონკურენციის სააგენტო და დაავალოს, რომ მოხდეს ამა თუ იმ ბაზარზე მოკვლევა და მოხდეს საუბარი იმპორტიორებთან, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი.

ვიღაცამ მძაფრ პოლიტიკურ განცხადებად აღიქვა, მაგრამ პრემიერი პოლიტიკოსია და უნდა მძაფრ განცხადებას გააკეთებს და უნდა არამძაფრს. მას ვალდებულება აქვს იმოქმედოს თუ კითხვის ნიშნებს ხედავს და ფასებზე ყველაფერი უნდა მოვიკვლიოთ, სად არის არაჯანსაღი კონკურენციის წილი და სად არის წმინდა ინფლაციის წილი“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა