რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვლადიმერ ჯაბაროვის განცხადებით, თბილისმა „აეროფლოტის“ ფრენების დაბრუნების აუცილებლობაზე რამდენიმე კვირით ადრე თავად განაცხადა. ამის შესახებ estikavkaza.ru იუწყება.
მისი თქმით, რუსეთს საჰაერო კომუნიკაციების აღდგენის თხოვნით თავად საქართველომ მიმართა. მისი თქმით, ეს რამდენიმე კვირის წინ მოხდა. „აეროფლოტის“ ფრენების აღდგენის საკითხი თბილისმა წამოჭრა, ამ ინიციატივას „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა და ქვეყნის პრეზიდენტმა, საფრანგეთის მოქალაქემ კი ასეთი შესაძლებლობა გამორიცხა.
ჯაბაროვის განცხადებით, რუსებიც და საქართველოს მცხოვრებლებიც მოხარული იქნებოდნენ ასეთი შესაძლებლობით: „რუსებისთვის გამარტივდება ტურისტული მოგზაურობები, ხოლო საქართველოს მოქალაქეები უფრო ადვილად ინახულებდნენ ახლობლებს“.
ჯაბაროვმა დასძინა, რომ ევროკავშირმა მკვეთრად გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება პირდაპირი ფრენების დაბრუნების საკითხზე, ფაქტობრივად, საქართველოს საქმეებში „თავხედურად“ ჩარევით.