Bloomberg - ევროკავშირს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის  ვალდებულება ჯერ არ აუღია

ევროკავშირს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის ვალდებულება არ აუღია. ამის შესახებ Bloomberg-ი ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

“ევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ გააგებინეს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ისინი მზად არიან უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება გადასცენ, მაგრამ გამანადგურებლების გადაცემის ვალდებულება ჯერ არავის აუღია”, - წერს გამოცემა.

Bloomberg-მა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში დაბრუნებამდე ზელენსკი “ევროპელი ლიდერების მცირე ჯგუფებთან” 30-წუთიანი შეხვედრების გამართვას გეგმავს.

ცნობისთვის, აქამდე ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის დასავლური გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე გარკვეული დადებითი გადაწყვეტილებები უკვე არსებობს, მაგრამ საჭირო არ არის რუსეთმა მათ შესახებ იცოდეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა