ჯაბა სამუშიამ უნივერსიტეტის დამფუძნებელთა ხსოვნას პატივი მიაგო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 105 წლის იუბილეზე თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, პროფესორებმა, სტუდენტებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა ხსოვნას და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს. ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„უნივერსიტეტის პანთეონი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაკრძალული არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლები, მათ სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში სხვადასხვა სამეცნიერო სკოლისა და მიმდინარეობის დაფუძნება-განვითარება.

პანთეონში დაკრძალული არიან: ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ივანე ბერიტაშვილი, კორნელი კეკელიძე, დიმიტრი უზნაძე, გიორგი ჩუბინაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, შალვა ნუცუბიძე, ანდრია რაზმაძე, გიორგი ახვლედიანი, აკაკი შანიძე, გიორგი წერეთელი, ნიკო ცხვედაძე და იოსებ ყიფშიძე.

უნივერსიტეტის ბაღში 1927 წელს პირველად უნივერსიტეტის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი დაიკრძალა“,-აღნიშნულია თსუ-ს მერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია