მამუკა ხაზარაძე - სიამოვნებით ჩავერთე პროექტში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფოლკლორული ნიმუშების მოძიებას, ჩაწერას, დამუშავებასა თუ აღდგენას გულისხმობს

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ცნობით, მომღერალ გიორგი უშიკიშვილთან ერთად ჩაერთო პროექტში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფოლკლორული ნიმუშების მოძიებას, ჩაწერას, დამუშავებასა თუ აღდგენას გულისხმობს.

როგორც ის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, ქართული ფოლკლორული მუსიკის პოპულარიზაცია და სხვადასხვა საშუალებით საზოგადოებამდე მიტანა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

„მივიწყებული ქართული ხალხური სიმღერის ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოძიებას და გაცოცხლებას, ისევ ძველი ხმოვანების დაბრუნებას დიდი ხანია ცდილობს გიორგი უშიკიშვილი.

ქართული ფოლკლორული მუსიკის პოპულარიზაცია და სხვადასხვა საშუალებით საზოგადოებამდე მიტანა, მგონია, რომ უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ზუსტად ამ საქმეში "დავმეგობრდით".

სიამოვნებით ჩავერთე პროექტში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფოლკლორული ნიმუშების მოძიებას, ჩაწერას, დამუშავებასა თუ აღდგენას გულისხმობს. წარმატებები გიორგი უშიკიშვილს ამ მართლაც ეროვნულ საქმეში“,-წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს