ზურაბ ბატიაშვილი - ყველა ხედავს, რომ რუსეთი არის კეთროვანი, ჩვენი ხელისუფლება კი იქითკენ მიილტვის  - "ქართული ოცნების“ გარდა რუსეთის გამარჯვების მსოფლიოში აღარავის სჯერა

სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩართულები არიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში, როდესაც პირდაპირ ევალებათ, რომ ებრძოლონ რუსულ დეზინფორმაციას, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, ომში „უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს“.

ზურაბ ბატიაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ გარდა რუსეთის გამარჯვების მსოფლიოში აღარავის სჯერა.

„ასეთი დონის თანამდებობის პირები უნდა იღებდნენ შესაბამის ინფორმაციას ან საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ან დაზვერვისგან, ან თავდაცვის სამინისტროსგან, ან სხვა მსგავსი ინსტიტუტისგან - ახლა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი საქართველოში სამწუხაროდ, ან გაუქმებულია, ან არავის სჭირდება და რუსული დეზინფორმაციის გავრცელება ხდება. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩართულები არიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში, როდესაც პირდაპირ ევალებათ, რომ ებრძოლონ რუსულ დეზინფორმაციას. სამწუხაროა, მათთვის ასეთი შეფასება, რადგან რუსულმა ნარატივმა ვერსად, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებიც ტრადიციულად რუსეთთან ერთად იყვნენ, იქაც კი ვერ გაიმარჯვა და ამ დროს ყველა რუსეთისგან დისტანცირებას ცდილობს.

ყველა ხედავს, რომ რუსეთი არის კეთროვანი და ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, მიილტვის იქითკენ, რომ რუსეთთან ფრენები აღადგინოს და დღეს გაირკვა, რომ თურმე საქართველო იხვეწება ამას. მე მგონია, რომ საკმაოდ შორს წავიდა თბილისი წითელი ხაზების გადაკვეთის საკითხში, რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით და ამავე დროს, ვხედავთ, რომ მეორე მხრიდან არავითარი დათმობა არ ხდება, იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. რაც არ უნდა იფიქრო, რომ რუსეთს რაღაცას დაუთმობ და ამის სანაცვლოდ რაღაცას მიიღებ - ვერაფერს ვერ მიიღებ.

შეერთებული შტატების პოზიცია არის ძალიან მკაფიო და ყველასთვის გასაგები, არაფერს აღარ მალავენ. ჩვენ გვახსოვს ფრენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს მეორადი სანქციები. მაშინ, როდესაც ასეთი განცხადება კეთდება და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ ჯიუტად იძახიან, რომ ეს ფრენები აღდგება, ანუ რა გამოდის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს ხელისუფლება, ხომ? „ოცნებას“ თუ ვკითხავთ, არ გამოდის, მაგრამ ლოგიკას თუ შევხედავთ გამოდის.

ახლა ვხედავთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფაქტობრივად, გაუქმებულია, განცხადების გაკეთებასაც კი ვეღარ ახერხებს ფრენებთან დაკავშირებით, ან რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა აქტიურობდეს და ეს ფუნქცია ჩამორთმეული აქვს და პარტიულ ბოსებს აქვთ აღებული თითქოს ყველა ყველაფერში ერკვეოდეს, გარდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობენ ძალიან კარგი სპეციალისტები, რომლებმაც კარგად იციან როგორია რუსეთთან ურთიერთობა და რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს, მაგრამ არავინ არ ეკითხება მათ, სამწუხაროდ. ამას ჰქვია ინსტიტუციების გაუქმება. მაგალითად, უსაფრთხოების საბჭო საქართველოში აღარ შეკრებილა და ყველას დაავიწყდა, რომ არსებობს. ვხედავთ, რომ ინსტიტუტები უქმდება და ფეოდალურ წყობილებას ვიღებთ, სადაც არ არსებობს კანონი, არ არსებობს ინსტიტუტები, საერთოდ არ არსებობს არაფერი, გარდა ერთი-ორი ადამიანის თავში მოფიქრებული რაღაც იდეისა“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ანალიტიკოსის შეფასებით, უკრაინა-რუსეთის ომში რუსეთს შანსი აღარ აქვს და საზარბაზნე ხორცის ფრონტის ხაზზე შეყრით საკუთარი დამარცხების გადავადებას ცდილობს.

„ომის წლისთავზე დასავლეთის მხრიდან ყველა წითელი ხაზი გადალახულია და ახლა, ერთის მხრივ არის მსოფლიო ეკონომიკის 1%, რომელიც არის რუსეთის ეკონომიკა და მეორეს მხრივ არის დემოკრატიული ქვეყნების ეკონომიკა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკაში არის 60% და შესაბამისად, რესურსების თვალსაზრისით, 60-ის 1-თან დაპირისპირებაა, ამიტომ პატარა ბავშვსაც, რომ ჰკითხოთ გასაგებია, რომელი მხარე გაიმარჯვებს ამ ომში. რუსეთი სულ იმუქრება და ეს მუქარა ათწლეულების მანძილზე მუშაობდა და რუსული მანქანაც ამაზეა. ერთი წლის განმავლობაში რუსეთმა გვანახა რა შეუძლია. მოლოდინი, რომ იყო 3 დღეში კიევს აიღებდნენ, რომ თავზე დაამხობდნენ ყველას ყველაფერს და ა.შ. აღმოჩნდა, რომ არის ცარიელი ბაქიბუქი და „ქართული ოცნების“ გარდა რუსეთის გამარჯვების მსოფლიოში აღარავის სჯერა. სტრატეგიულად რუსეთს წაგებული აქვს და ცოცხალი ძალის და საზარბაზნე ხორცის ფრონტის ხაზზე შეყრით საკუთარი დამარცხების გადავადებას ახდენს. რუსეთს 21-ე საუკუნის დასავლურ ტექნიკასთან მოძველებული, საბჭოთა ტექნიკით ბრძოლა უწევს და ყველა ვარიანტში წაგებულია. შანსი აღარ აქვს რუსეთს, სიტუაციას ვერ შემოატრიალებს“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა