აშშ-ის ინფორმაციით, ჩინური სათვალთვალო აეროსტატი ანტენებით იყო აღჭურვილი და ინფორმაციის შეგროვება შეეძლო

ჩინურ სათვალთვალო აეროსტატს, რომელიც მიმდინარე კვირაში აშშ-ში ჩამოაგდეს, საკომუნიკაციო სიგნალების შეგროვება შეეძლო, - ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირის განცხადებით, აეროსტატი აღჭურვილი იყო მრავალი ანტენით, რომელსაც ინფორმაციის შეგროვების ოპერაციების განხორციელება შეეძლო.

გუშინ, ამერიკელმა კანონმდებლებმა მიიღეს არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც ჩინეთს საჰაერო ბურთის გაშვების გამო გმობს.

ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აეროსტატს ჯაშუშობის მიზნებისთვის არ იყენებდნენ და ის მეტეოროლოგიური ობიექტი იყო, რომელიც კურსს ასცდა.

აშშ-მ ჩინური სათვალთვალო აეროსტატი რამდენიმე დღის წინ საკუთარ ტერიტორიულ წყლებში ჩამოაგდო. მისი ჩამოგდების ბრძანება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება