"ევროპის უნივერსიტეტს" სამუშაო ვიზიტით მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით "EKA - გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორი იელენა ტიტკო ეწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ (EU) ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში "ევროპის უნივერსიტეტის“ პარტნიორ უნივერსიტეტად ჩართვის საკითხი განიხილეს.
„დადებითად გადაწყდა „ევროპის უნივერსიტეტსა“ და ლატვიის „EKA - გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ შორის სტუდენტებისა და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის ორმხრივი მობილობის საკითხი სამართლის, მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მხრიდან შეხვედრას რექტორი ნინო ტალიაშვილი, ვიცე რექტორი სოფიო ხუნდაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი თათია დოლიძე ესწრებოდნენ.
საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტმა“ 2023 წლის განაცხადისთვის პარტნიორულ შეთანხმებას 50-ზე მეტ „ევროპულ უნივერსიტეტთან” უკვე მიაღწია. ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.