დავით ზალკალიანი - გზავნილები, რომელიც აშშ-ის მხრიდან მივიღეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა

გზავნილები, რომელიც აშშ-ის მხრიდან მივიღეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზალკალიანის თქმით, აშშ-ში თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ვიზიტი „მნიშვნელოვანი და დროულია“.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდაცვის მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი და დროულია. აშშ-ში გვქონდა საინტერესო და შინაარსობრივი შეხვედრა პენტაგონში, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან. ის გზავნილები, რომელიც აშშ-ის მხრიდან მივიღეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველომ და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში შეიტანეს. დღევანდელი უსაფრთხოების გარემო და ის თანამშრომლობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს, დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტი დინამიზმით იქნება გამორჩეული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც მისივე შეფასებით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას