შს მინისტრის მოადგილემ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს მე-6 პერიოდული ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის (CEDAW) მიერ საქართველოს მე-6 პერიოდული ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 84-ე სესიაზე განხილულ იქნა „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-6 პერიოდული ანგარიში.

საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები შედიოდნენ. აღნიშნულ განხილვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე წარმოადგენდა.

„ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტს ქართულმა მხარემ საანგარიშო პერიოდში ეროვნულ დონეზე კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება სამინისტროს მიერ გადადგმულ იმ ქმედით ნაბიჯებზე გაამახვილა, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.

განხილვის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ასევე კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის წევრები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ახორციელებენ მხარე სახელმწიფოთა მიერ ,,ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კონვენციის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის მონიტორინგს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება