სოსო გიორგაძე ვაშინგტონში, აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონში აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მთავარ მრჩეველთან, სტივ გარდნერთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა „საქპატენტისა“ და CLDP-ს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, ასევე, ერთობლივი სამომავლო პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაზე იმსჯელეს, რომლებიც საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეფექტიანი სისტემის განვითარებისკენ იქნება მიმართული.

„შეხვედრაზე „საქპატენტის“ თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად CLDP-ს მხარდაჭერასა და კოლექტიური მართვის სფეროს სამართლებრივი და ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობას. აღნიშნული სამუშაოს ჩატარებისთვის საქპატენტის თავმჯდომარემ CLDP-ის მთავარ მრჩეველს მადლობა გადაუხადა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით CLDP-ის პროგრამების მართვას უზრუნველყოფს.

აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP) 1992 წელს შეიქმნა. CLDP ტექნიკური დახმარების პლატფორმაა, რომელიც პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისა და კერძო სექტორის სუბიექტების ტექნიკურ დახმარებას კომერციული სამართლის სფეროში უზრუნველყოფს, რათა მათ ეკონომიკური განვითარებისთვის დასახული მიზნების მიღწევაში ხელი შეუწყოს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში