თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები საქართველოდან დღეს გაიგზავნება

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები დღეს გაიგზავნება.

საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის „გურთიადის“ თავმჯდომარის ოსმან თურანის განცხადებით, ქართველმა მოსახლეობამ უპრეცედენტო სოლიდარობა გამოხატა.

„დღეს მეხუთე დღეა, რაც თურქეთში უბედურება დატრიალდა. სიტუაცია ჯერ კიდევ არის იმაზე მძიმე, ვიდრე ჩვენ მასმედიის საშუალებით ვხედავთ. ამ დღეების განმავლობაში უამინდობა ართულებდა სამაშველო სამუშაოებს. „გურთიადმა" საელჩოსთან კოორდინაციით, ორგანიზება გავუკეთეთ საჭირო ნივთებს, სია გავაკეთეთ და ასევე, გავხსენით ანგარიშები. უპრეცედენტო სოლიდარობა გამოხატა ქართველმა მოსახლეობამ. რეგიონებიდან იყო უპრეცედენტო ჩართულობა. იმ სიაში, რაც ჩვენ დავადგინეთ, აქცენტი გაკეთებული იყო ზამთრის ტანსაცმელზე, გასათბობ საშუალებებზე, პირველადი მოხმარების საშუალებებზე და ბავშვთა კვება. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ შეგროვილი პროდუქტის და ნივთების თურქეთში წასაღებად 4 ტრაილერი საკმარისი იქნებოდა, თუმცა არ გვყოფნის. დღეს სრულად დაიტვირთება ტრაილერები და ტვირთი დღესვე გავა თურქეთისკენ. ასევე, ანგარიშებზე ბოლო მონაცემებით, ჩაირიცხა 200 ათას ლარამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთ-საქართველოს შორის არის დიდი სოლიდარობა, მეგობრობა, კეთილმეზობლობა. დიდი მადლობა ქართულ მოსახლეობას", - განაცხადა ოსმან თურანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა