საქართველო 2023 წელს საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის წევრი ქვეყნების მთავრობათაშორისი კომისიის თავმჯდომარე ქვეყანაა

თბილისში საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის TRACECA (ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის) მთავრობათაშორისი კომისიის (IGC) ყოველწლიური რიგით მე-16-ე სხდომა გაიხსნა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი მაღალი დონის ღონისძიება საიუბილეოა და ის TRACECA - ს შექმნიდან 30 - ე წლისთავსა და „ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმების (MLA) ხელმოწერის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.

უწყების ცნობით, სხდომის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მულტიმოდალური და საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობა და "ტრასეკას" დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური მიმართულებები. ასევე გათვალისწინებულია ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

„სხდომის ფარგლებში, სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები განიხილავენ 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის "ტრასეკას" სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგებს, ხელშეკრულების მხარეების მიერ მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელების სტატუსს, ინფორმაციას საერთაშორისო ხელშეკრულებებში ჩართვის შესახებ და, აგრეთვე, ანგარიშს "ტრასეკას" მთავრობათაშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის სტრატეგიის განხორციელება.

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის პროგრამა ასევე ითვალისწინებს ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას მუდმივ სამდივნოებსა და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებისათვის, ზღვაზე გაუსვლელი ქვეყნებისა და მცირე კუნძულის განვითარებად ქვეყნებისათვის გაეროს უმაღლეს წარმომადგენლის ოფისს შორის.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ თურქმენეთი მზადაა მიუერთდეს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ("ტრასეკას") ძირითად მრავალმხრივ შეთანხმებას.

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე დაგეგმილია "ტრასეკას" დერეფნის მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტისა და სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის შემაჯამებელი რეზოლუციის მიღება.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თებერვლიდან "ტრასეკას" სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა 1 წლით საქართველო იქნება.

"ტრასეკას" სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაში მონაწილეობენ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების მხარეების ოფიციალური წარმომადგენლები, "ტრასეკას" ეროვნული მდივნები - სამთავრობათაშორისო კომისიის დამკვირვებლები ქვეყნები, "ტრასეკას" პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა