2022 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით მილიონი ლარი, „ლელომ“ 619 000 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 216 000 ლარი მიიღო, ხოლო „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „მოქალაქეებს“ შემომწირველები არ ჰყოლიათ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო პარტიების ნაწილმა, 2022 წლის განმავლობაში, ჯამში, 1 953 200.25 ლარის შემოწირულება მიიღო.

კერძოდ, 2022 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი - 1 036 000 ლარის შემოწირულება „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. მას წლის განმავლობაში 28 შემომწირველი ჰყავდა, რომელთა ნახევარმაც მმართველ პარტიას 50-50 ათასი ლარი შესწირა. შემომწირველებს შორისაა თამაზ თამაზაშვილი და დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი.

საპარლამენტო პარტიებს შორის, „ქართული ოცნების“ შემდეგ, 2022 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი შემოწირულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მიიღო. პარტიის ანგარიშზე, გასული წლის განმავლობაში, 54 ერთეული თანხის ჩარიცხვა ფიქსირდება, რაც ჯამში, 619 437 ლარს შეადგენს. შემომწირველებს შორის არიან, დეპუტატი დავით უსუფაშვილი, პარტიის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც პარტიას 40 ათასი ლარი შესწირა. ასევე, ამავე პერიოდში, პარტიისთვის შპს „მეგაკომ“ 120 ათასი ლარი გაიღო.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულებას, 2022 წლის განმავლობაში პარტიამ შემოწირულების სახით 216 687.25 ლარი მიიღო. პარტიის ანგარიშზე, გასული წლის განმავლობაში, თანხის 94-ჯერ ჩარიცხვა ფიქსირდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შემომწირველებს შორის არიან პარლამენტის დეპუტატები: გიორგი ბოტკოველი, რომელმაც პარტიისთვის 12 ათასი ლარი გაიღო; დავით ხაჯიშვილი, მან პარტიას 5 ათასი ლარი შესწირა; ეკა ხერხეულიძე, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 6 ათასი ლარი შესწირა, აბდულა ისმაილოვი (10 ათასი ლარი), პეტრე ცისკარიშვილი (20 ათასი ლარი), ლევან ბეჟაშვილმა და ლევან ხაბეიშვილმა პარტიისთვის 5-5 ათასი ლარი გაიღეს, ასევე, საკრებულოს წევრი გიორგი ონიანი, რომელმაც პარტიას 5 ათასი ლარი შესწირა.

რაც შეეხება პარტიას „საქართველოსთვის“, მან 2022 წლის განმავლობაში 49 176 ლარის შემოწირულება მიიღო. პარტიის ანგარიშზე 47 ჩარიცხვა ფიქსირდება. შემომწირველებს შორის არიან დეპუტატები ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი, ალექსანდრე მოწერელია და პარტიის წევრები ბერდია სიჭინავა და კახაბერ ქემოკლიძე.

კიდევ ერთმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპელმა სოციალისტებმა“ 2022 წლის განმავლობაში 31 900 ლარის შემოწირულება მიიღო.

რაც შეეხება საპარლამენტო პარტიების შემოწირულებებს 2023 წელს, „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიას „საქართველოსთვის“ და „ევროპელ სოციალისტებს“ ჯერ მხოლოდ თითო შემომწირველი ჰყავთ.

2023 წელს კი პარტიისთვის „ლელო საქართველოსთვის“ თანხა 3 შემომწირველმა გაიღო. მათ ჯამში, პარტიას 73 ათასი ლარი შესწირეს, მათ შორისაა მამუკა ხაზარაძე, რომელმაც პარტიას 10 ათასი ლარი შესწირა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „მოქალაქეებს“ 2022 წელს, ისე როგორც 2023 წლის იანვარში შემოწირულება არ მიუღიათ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა