ეკა ლალიაშვილი - 2022 წელს კვლავ 20%-ით გაიზარდა იმ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებითაა გამოწვეული, დაშავებულთა ოდენობა 26%-ით, ხოლო ლეტალობა 7%-ით არის გაზრდილი

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, 2022 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში 430 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით, 5 500 კი დაშავდა.

როგორც ლალიაშვილი ახადებს, გასულ წელს საგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, თუმცა პრობლემა რჩება და „კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯებია გადასადგმელი“.

მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარ გამომწვევ მიზეზად კვლავ სიჩქარის გადაჭარბება რჩება.

„2022 წელს წინა წელთან შედარებით შემცირებულია როგორც საგზაო შემთხვევები, ასევე დაღუპულთა და დაშავებულების რიცხვი. თუმცა დედაქალაქში 8%-ითაა გაზრდილი დაღუპულთა რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი ორი მონაცემები - საგზაო შემთხვევები და დაშავებულთა რიცხვი 6%-ითაა შემცირებული. მთლიანობაში, დინამიკა პოზიტიურია. თუმცა, პრობლემა კვლავ რჩება. როდესაც წლის განმავლობაში 430 ადამიანი იღუპება საგზაო შემთხვევაში და დაახლოებით 5 ათას 500 ადამიანი იღებს მძიმე დაზიანებას, კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა გავუტოლდეთ იმ საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც მსოფლიოშია.

რაც შეეხება თავად საგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს - წამყვანი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. 2022 წელს კვლავ, 20%-ით გაიზარდა იმ საგზაო შემთხვევების რაოდენობა, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებითაა გამოწვეული. დაშავებულთა ოდენობა 26%-ით, ხოლო ლეტალობა 7%-ით გაზრდილია.

რაც შეეხება ნასვამ მდგომარეობაში მართვას - მიუხედავად იმისა, რომ კანონი გვაქვს, რომლის მიხედვითაც განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე ადმინისტრაციული პატიმრობაც კი არის, ამ ნაწილში საგზაო შემთხვევები და დაშავებულთა ოდენობა 10%-ითაა გაზრდილი, თუმცა ლეტალობა ოდნავ შემცირებულია“,- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა "კვირის" პრესკლუბში.

ლალიაშვილმა ასევე რეკომენდაციები გასცა იმის შესახებ, რა უნდა გაკეთდეს, რათა ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია მოხდეს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში დაშვებული სიჩქარის ლიმიტი შემცირდეს.

„ამ მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიჩქარის გადაჭარბება რჩება წამყვან მიზეზად, რაც მსხვერპლს იწვევს. მნიშვნელოვანია სიჩქარის ლიმიტების შემცირება. ერთია ის, რომ სიჩქარის გადაჭარბება ხდება, თუმცა დედაქალაქში სიჩქარის ისეთი ლიმიტებია, დაშვებული სიჩქარით მოძრაობაც საფრთხის შემცველია, განსაკუთრებით ყურადსაღებია მჭიდროდ დასახლებული ზონები, სკოლის მიმდებარე ტერიტორიები. ქალაქში მოძრაობის საშუალო სიჩქარე, ვფიქრობ უნდა გადაიხედოს. დღეს ევროპულ ქალაქებში საშუალო სიჩქარე 50 კილომეტრ საათია. კვლავ მიმდინარეობს კამპანია, რომ ეს სიჩქარეც დაიწიოს“,- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის