ზურაბ აზარაშვილი საფრანგეთის ელჩ შერაზ გასრის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შერაზ გასრის შეხვდა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა, საფრანგეთსა და საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს.

უწყების ცნობითვე, ზურაბ აზარაშვილმა შერაზ გასრის საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გასული წლიდან წარმატებით ხორციელდება.

„შეხვედრის ფარგლებში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი განიხილეს, რომელიც მიზნად მოქალაქეების ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისების მიწოდებას ისახავს.

ზურაბ აზარაშვილმა დიპლომატს კიდევ ერთ რეფორმაზე - რეფერენტულ ფასებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას უზრუნველყოფს.

ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს