ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისას გვირაბში მხუთავი გაზი დაგროვდა, რამაც რამდენიმე მუშის გარდაცვალება და დაშავება გამოიწვია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, „თითქოს ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისას გვირაბში დაგროვდა მხუთავი გაზი, რამაც რამდენიმე მუშის გარდაცვალება და დაშავება გამოიწვია“.

ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ კომპეტენტურ ორგანოებს გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებების შესწავლის მიზნით დაუყოვნებლივ მიმართავენ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისას გვირაბში დაგროვდა მხუთავი გაზი, რამაც რამდენიმე მუშის გარდაცვალება და დაშავება გამოიწვია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბებს“ უკვე განვუმარტეთ, მსგავსი ფაქტის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს და შესაბამისად, არ ადასტურებს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის სიმძიმის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მივმართავთ კომპეტენტურ ორგანოებს, სტატიაში მითითებული გარემოებების შესწავლის მიზნით“, - აცხადებენ სამინისტროში.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს