გიგი წერეთელი - ირაკლი კობახიძის განცხადების დაყვანა შეიძლება კონკრეტულ გზავნილამდე და მისი შინაარსია: „ჩვენ ვგულშემატკივრობთ რუსეთს“

ევროპარლამენტის, დასავლეთის და ამერიკის მიერ რუსეთი გამოცხადებულია როგორც ტერორისტული სახელმწიფო და ამის ექო პარტნიორ ქვეყანაში ხომ უნდა იყოს? გამოვიდა ვინმე და თქვა, რომ რუსეთი მართლაც არის ტერორისტი ქვეყანა, რადგან ამ ტერორიზმს ჩვენც გვიპირებს? - არა, მთელი მათი ხელოვნება არის იმაში, რომ დააშინონ ჩვენი ხალხი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ომში უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს“.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადების დაყვანა შეიძლება კონკრეტულ გზავნილამდე, რომლის შინაარსია: „ჩვენ ვგულშემატკივრობთ რუსეთს“.

რუსეთის მთავარი პროპაგანდისტული ხაზი მთელი ამ წლების განმავლობაში არის ის, რომ ისინი თავს იცავენ ნატოს საფრთხისგან, დასავლეთს უნდა რუსეთის განადგურება, ყველას, ვინც არის დასავლეთის მხარდამჭერი, ასევე უნდა ომი და უჭერს მხარს ნატოს, რომ ნატომ გაანადგუროს რუსეთი და ამით ახდენს თავისი მხარდამჭერების მობილიზებას.

გამოდის კობახიძე და ამბობს, რომ რუსეთი წარმატებულია მაშინ, როცა ამდენი თვის განმავლობაში მოხდა არაერთი ტერიტორიის გათავისუფლება. გახსოვთ, რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ რუსეთმა უკან დაიხია, ან მოგისმენიათ, რომ პუტინი ცუდად იქცევა, რომ ის ტირანია?!. ევროპარლამენტის, დასავლეთის და ამერიკის მიერ რუსეთი გამოცხადებულია როგორც ტერორისტული სახელმწიფო და ამის ექო პარტნიორ ქვეყანაში ხომ უნდა იყოს. გამოვიდა ვინმე და თქვა, რომ რუსეთი მართლაც არის ტერორისტი ქვეყანა, რადგან ამ ტერორიზმს ჩვენც გვიპირებს? არა, მთელი მათი ხელოვნება არის იმაში, რომ დააშინონ ჩვენი ხალხი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა