გიორგი ვაშაძე - თავდაცვის მინისტრი აშშ-ში მალულად ჩავიდა - 33 მილიონი მიხარია, მაგრამ 300 მილიონიც შეეძლო მიეღო საქართველოს, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოწოდების საკითხი ვინმემ დააყენა?!

აშშ-ში თავდაცვის მინისტრი მალულად ჩავიდა, რომ არ ყოფილიყო დისკუსია, თუ რა საკითხები დაეყენებინა - 33 მილიონი მიხარია, მაგრამ 300 მილიონიც შეეძლო მიეღო საქართველოს. სადმე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოწოდების საკითხი ვინმემ დააყენა?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პენტაგონში აშშ-სა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ ვიზიტი არა რეალური შედეგების მიღებას, არამედ იმას ემსახურებოდა, რომ ევროინტეგრაციის მომხრე მოქალაქეებს, რომლებიც მთლიანი მოსახლეობის 80 პროცენტს შეადგენს, აჩვენონ, თითქოს რამეს აკეთებენ.

„მივესალმები ამერიკის თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რაც ადასტურებს ჩვენს მიერ არაერთხელ ნათქვამს, რომ ამერიკელები მზად არიან ყველაფერი გააკეთონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის, მათ შორის თანამედროვე შეიარაღების მოწოდებით. ამას არ აკეთებს „ქართული ოცნება“. უფრო მეტიც, მალულად, ჩუმად ჩადიან აშშ-ში, ამის თაობაზე საქართველოში არავინ ვიცოდით, დამალეს, რომ არ ყოფილიყო დისკუსია იმაზე, თუ რა საკითხები უნდა დაეყენებინა ქართულ მხარეს შეხვედრაზე. ამერიკის მხრიდან მზაობა არის სრულფასოვანი, რომ მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიქნებით ინიციატორი, ეს იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის. თუ არ დააყენე საკითხი, რომ თანამედროვე შეიარაღება, რაც უკრაინაში შედის, გჭირდება შენც, მაშინ ამას არავინ მოგცემს, არც ერთ განცხადებაში არ გვინახავს, რომ რაიმე საკითხი დააყენა დამატებით. სწორი პოზიცია რომ აერჩიათ, დღეს უკვე გვექნებოდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ის თანამედროვე შეიარაღება, რაც განამტკიცებდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და საფრთხე რუსეთის მხრიდან იქნებოდა მინიმუმამდე დაყვანილი. აშშ-ში თავდაცვის მინისტრი ჩადის იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტს, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას, მოაჩვენოს, თითქოს რამეს აკეთებს ამ მიმართულებით, ამიტომ ჩადიან ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც. 33 მილიონი მიხარია, მაგრამ 300 მილიონსაც მიიღებდა საქართველო თავდაცვისუნარიანობის ზრდისთვის საკითხი რომ დაეყენებინათ. მითხარით, სადმე დააყენა „ქართულმა ოცნებამ“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოწოდების საკითხი? გაგახსენებთ, ფრანგულ მხარეს უარი უთხრეს პირდაპირ ამის მოწოდებაზე,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ცნიბისათვის, პენტაგონში აშშ-სა და საქართველოს მინისტრების შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია პენტაგონის ვებ- გვერდზე გავრცელდა. აშშ-ს თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით რისკის მიხედვით შეფასებული გადახდის გრაფიკი დააამტკიცეს, რათა საქართველომ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აშშ 33 მილიონი დოლარით ზრდის საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას.

„საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. ქართული სამხედრო ნაწილები მსახურობდნენ და თავს სწირავდნენ აშშ-სა და ნატო-ს ძალებთან ერთად კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. საქართველო იყო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში ნატო-ს მისიაში“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა