თბილისის საქალაქო სასამართლოში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება თავად ბრალდებული მამაკაცი როინ მებონია.

როგორც სხდომაზე, ბრალდებულის ადვოკატმა სულხან კომახიძემ განაცხადა, როინ მებონიას შეზღუდული შერაცხადობა აქვს და შემთხვევის დროს ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა.

ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, ბრალდებულს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებებში, ამასთან, მისივე თქმით, მებონიას ფსიქიკური ნაკლი ხელს უშლის იმაში, რომ სასჯელი მოიხადოს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მებონია საზოგადოებისთვის საშიშია და მკურნალობას საჭიროებს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდებული ციხეში კი არა, სამკურნალოდ კლინიკაში უნდა გაიგზავნოს. აქედან გამომდინარე, ადვოკატ სულხან კომახიძე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას და ბრალდებულისთვის მკურნალობის დანიშვნას ითხოვს.

ადვოკატის თქმით, შემთხვევის დღეს, როდესაც როინ მებონია შვილებთან, მეუღლესა და მეუღლის დასთან ერთად ავტობუსით მგზავრობდა, აღენიშნებოდა ქცევითი და ფსიქიკური აშლილობა. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ამ დროს მებონიამ მისი მეუღლის დის ხელში დანა დაინახა, რასაც შემდეგ მკვლელობა მოჰყვა.

ადვოკატის ამ პოზიციას არ იზიარებს მოკლული ქალის ოჯახი. გარდაცვლილის დედა, ხათუნა ნაჭყებია ამბობს, რომ “მებონიას ოჯახმა თანხა გადაიხადა იმისათვის, რომ ის შეურაცხადად გამოაცხადონ”.

„გვერდში მიდგას პროკურატურა და გამომძიებელი რომ მივაღწიო იმას, რასაც მოვითხოვ. გაჟღერდა, რომ ის არის ნაწილობრივ შეურაცხადი, ვერ აცნობიერებდა რა გააკეთა და ამიტომ თურმე არ შეიძლება მას უვადო პატიმრობა მიესაჯოს. მოვითხოვ, რომ მას აუცილებლად მიეზღოს ის, რაც საჭიროა იმიტომ, რომ შეწყდეს ქალებზე ძალადობა.

როდესაც მან ჩემი შვილი მოკლა, ჩემს შვილს ზურგჩანთაში ბავშვის „ინსულინი” ედო. თუ შეურაცხადი იყო, მაშინ რატომ გაახსენდა, რომ მიცვალებულისთვის ზურგჩანთა მოეხსნა, ვიღაც უცნობი გაეჩერებინა და მისთვის სწორად ეთქვა მისამართი, სადაც უნდა მიეტანა ეს “ინსულინი”. ხუთი ბავშვის თვალწინ მოხდა ეს მკვლელობა, ჩემი ხუთივე შვილიშვილი ფსიქოლოგებთან დაგვყავს და შედეგს ვერ ვაღწევთ”, - აცხადებს ხათუნა ნაჭყებია და განმარტავს, რომ „ბავშვებს საერთოდ არ უნდათ მამის ხსენება”.

რაც შეეხება ბრალდებულის, როინ მებონიას ოჯახის პოზიციას, მებონიას დედა, ნანა ღურწკაია ამბობს, რომ მის შვილს და რძალს კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ და მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს.

ამასთან, მანაც აღნიშნა ის, რომ მისი რძლის დას ავტობუსში ხელში დანა ეჭირა, რომელიც როინ მებონიამ წაართვა და შემდეგ თავის მეუღლეს, სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ბრალდებულის დედის ამ კომენტარს გარდაცვლილის ოჯახის მხრიდან სასამართლოს ფოიეში ხმაური მოჰყვა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, სხდომაზე პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ მოსამართლეს მიმართა, რომ როინ მებონია სამაგალითოდ დასაჯოს და მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯოს.

შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისში, 2022 წლის 21 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა