გიორგი ვაშაძე - ირაკლი კობახიძე ცდილობს იკადროს ისეთი რამ, რასაც რუსი პროპაგანდისტებიც  არ ამბობენ - მათ მოუწევთ გაქცევა, იმიტომ, რომ რუსეთი დამარცხდება და ღალატი არ შერჩებათ

კობახიძე ცდილობს ღალატის და ლაჩრობის გამართლებას, სურს დაამკვიდროს მარცხისთვის განწირული რუსეთის უძლეველობის მითი, შეცვალოს რეალობა და იკადროს ისეთი რამ, რასაც რუსი პროპაგანდისტებიც კი არ ამბობენ, სიმართლე კი მდგომარეობს იმაში რომ, 52%-ზე მეტი ტერიტორია, რომელიც ოკუპირებული იყო რუსეთის მხრიდან, გათავისუფლდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხედვაა, რომ ძალაუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებენ, თუ რუსეთი გაიმარჯვებს.

„მე მინდა მას და საზოგადოებას ჩამოვუთვალო და კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია, რომ რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა ჩერნიგოვის ოლქი, ჟიტომირის, კიევის, სუმის, ხარკოვის ოლქი მთლიანად, ზაპოროჟიეს ოლქი მთლიანად, ნიკოლაევის ოლქი, ხერსონი და ეს მიწები უკრაინის მხრიდან არის გათავისუფლებული, უფრო მეტიც, ამ ბრძოლაში, ბოლო თვე ნახევრის მანძილზე დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცი დაკარგა რუსეთმა, მაგრამ მთავარი საკითხი არის ის, თუ რატომ საუბრობს ამას კობახიძე, იმიტომ რომ საკუთარ ბედს, „ქართული ოცნება“ პირდაპირ უკავშირებს რუსეთის გამარჯვებას, ისინი ფიქრობენ, რომ ძალაუფლებას შეინარჩუნებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაიმარჯვებს, მათ რუსეთის მხარე აირჩიეს ომის დაწყების პირველი დღიდან და ამიტომ არის, რომ ჩვენ ევროკავშირის სტატუსს ვერ ვიღებთ, ვერ მივიწევთ წინ დასავლეთის ცივილიზაციისკენ და კითხვის ნიშნები არსებობს საქართველოსთან მიმართებით, ამიტომ არის, რომ თავდაცვის მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს მალავენ, აბსოლუტურად ყველა საკითხში, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას შეეხება, ისინი ირჩევენ ღალატის გზას. ეს არის ქართველი ერის ღირსების შემლახველი განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. დიახ ისინი არიან შეთქმულებაში მონაწილენი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ, 24 თებერვალს, ჩვენ უნდა შევიკრიბოთ, რაც შეიძლება ბევრნი, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, სად დგას ქართველი ხალხი. ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე ჩვენ ყველანი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე, 19:00 საათზე, რათა ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხის გზა არ არის ლაჩრობის, სიმხდალის, ღალატის გზა, არამედ არის უკრაინის სოლიდარობის გზა, ცივილიზებული სამყაროს გვერდით დგომის გზა და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მე მას ვუწინასწარმეტყველებ თავის თანაგუნდელებთან ერთად, რომ ნახავთ იანუკოვიჩის გვერდით განლაგებულს რუსეთის ფედერაციაში. მათ მოუწევთ, როგორც ჩანს, გაქცევა იმიტომ, რომ რუსეთი დამარცხდება და ეს ღალატი არცერთ შემთხვევაში არ შერჩებათ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife