მიხეილ ჩხენკელმა თურქ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თურქ კოლეგას – თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრ მაჰმუდ ოზერს ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შეუძლებელია სიტყვებით იმ ტრაგედიის გადმოცემა, რაც დღეს სტიქიის ზონაში ხდება. ადამიანების სიცოცხლის დაკარგვა ქვეყნისთვის მართლაც აუნაზღაურებელი დანაკლისი და უდიდესი ტკივილია.

მინდა, ამ მძიმე წუთებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით გულითადი თანადგომა გამოგიცხადოთ. პირადად მე, თითოეული ჩვენგანი, სრულიად საქართველო ვდგავართ თქვენს გვერდით და შესაძლებლობის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დახმარება გავუწიოთ სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს მისი მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერას – საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ერთი მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალისხმევით ვიზრუნოთ დაზარალებულთა საჭიროებებზე და მათ დახმარებაზე. ქართველი მეხანძრე-მაშველები ახლაც აქტიურად არიან ჩართულნი სამაშველო ღონისძიებებში და სტიქიის ადგილზე, თურქ ხალხთან ერთად, დაუღალავად იბრძვიან ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

კიდევ ერთხელ, მსურს, თანაგრძნობა გამოვხატო თურქი ხალხის მიმართ და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულ მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აღნიშნულ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა