შსს - გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ქვეშეთი-კობის გვირაბში გარდაიცვალა და დაშავდა რამდენიმე მუშა, უწყება კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას მოახდენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ქვეშეთი-კობის გვირაბში გარდაიცვალა და დაშავდა რამდენიმე მუშა, უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას მოახდენს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ქვეშეთი-კობის გვირაბში გარდაიცვალა და დაშავდა რამდენიმე მუშა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გუშინ საინფორმაციო სააგენტო "მთის ამბებში" განთავსებული სტატიის ავტორი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნული ფაქტი არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, "მთის ამბებში" გამოქვეყნდა სტატია ქვეშეთი-კობის გვირაბში მხუთავი აირის შედეგად მუშების დაღუპვისა და დაშავების შესახებ.

როგორც ცნობილია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ არ დაადასტურა ქვეშეთი-კობის გვირაბში მხუთავი აირის შედეგად მუშების გარდაცვალების და დაშავების ფაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს