„თეგეტა ჰოლდინგი“ - გამოწვევების მიუხედავად, 2022 წელი რეკორდული მაჩვენებლით დავხურეთ - კომპანიის შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა

ავტოინდუსტრიის ლიდერმა კომპანია „თეგეტა ჰოლდინგმა“ გამოწვევების მიუხედავად 2022 წელი რეკორდული მაჩვენებლით დახურა - კომპანიის შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა ჰოლდინგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული წელი კომპანიისთვის რეკორდული აღმოჩნდა ყველა მიმართულებით: უპრეცედენტოდ მასშტაბური ემისია ეროვნულ ვალუტაში; ახალი ბრენდები და წარმომადგენლობები; ტექნოლოგიური მიღწევები; რეგიონული პროექტები და ინფრასტრუქტურა; მსოფლიო პრობლემები და ახალ გამოწვევებთან გამკლავების გზები; მომსახურების ხარისხი და პროფესიონალების გუნდი

როგორც „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელიდირექტორი ვახტანგ კაჭარავა აცხადებს, კომპანიას, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 20%-იანი ზრდა ჰქონდა და შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა, რაც მისივე შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ „თეგეტა“ ქვეყანაში უმსხვილესი კომპანიების სამეულშია.

„გასული წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ „თეგეტა ჰოლდინგმა“ საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისია განახორციელა. კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს - სადაზღვევო კომპანიებსა და საბანკო სექტორს ჩვენ 150 000 000 ლარის ღირებულების ბონდები შევთავაზეთ. არც რეგიონში და არც აღმოსავლეთ ევროპაში ავტოინდუსტრიის მიმართულებით მსგავსი მასშტაბის ემისია ეროვნულ ვალუტაში აქამდე არ განხორციელებულა. „თეგეტა ჰოლდინგის“ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და დიდი ინტერესი კომპანიის მიმართ მაღალ სანდოობასა და რეპუტაციაზე მიუთითებს. მომავალი წლის პირველ კვარტალში კი, აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ე.წ. „მწვანე ბონდების“ ემისიასაც ვაპირებთ“, - ამბობს ვახტანგ კაჭარავა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სანდოობისა და რეპუტაციის მაგალითია ის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით უკვე რეგიონის მასშტაბზე გავიდნენ.

მათივე ცნობით, გაიმარჯვეს EBRD-ის ტენდერში, რომელიც სომხეთის დედაქალაქისთვის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი MAN Lion’s City 12C ტიპის ავტობუსების მიწოდებას ითვალისწინებს. ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტის უმკაცრესი კრიტერიუმები სწორედ „თეგეტამ“ დააკმაყოფილა.

ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორის, ვახტანგ კაჭარავას თქმით, „თეგეტას“ ძლიერ რეგიონულ მოთამაშედ დამკვიდრებაზე მიუთითებს ინოვაციური შოურუმების გახსნა და ახალი ბრენდების დამატებაც, ამასთან, ფრანგული პრემიუმ ბრენდის, Renault Trucks-ის კომერციული ავტომანქანები; ასევე გერმანული წარმოების Liebherr; FAYAT ჯგუფის ბრენდები; საასფალტე ტექნიკის მსოფლიო ლიდერი BOMAG და ამერიკული ბრენდი GOMACO 2022 წლიდან უკვე „თეგეტას“ პორტფელშია.

„ჩვენი საქმიანობის არეალი ყოველწლიურად იზრდება და ამ ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობით „თეგეტა ჰოლდინგი“ ბიზნესის ახალ სეგმენტებს ითვისებს. მათ შორის არის ისეთი უპრეცედენტო პროექტები, როგორებიცაა საავტომობილო გზების მშენებლობა და ასფალტისა და ბეტონის წარმოება. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, ერთი მხრივ, განვავითაროთ ბიზნესი, მეორე მხრივ კი, წვლილი შევიტანოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში.

უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი შოურუმი. ეს ერთ-ერთი პირველი ლოკაციაა მსოფლიოში, რომელიც „Destination Porsche“ კონცეფციით შეიქმნა. გერმანული სტანდარტების მიხედვით აშენდა „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი სერვისცენტრიც, რომელიც რეგიონში პორშეს სერვისის ჰაბად მიიჩნევა. ცამეტ სხვადასხვა სივრცეში ავტომობილისთვის საჭირო ყველა ტექნიკური მომსახურება გაერთიანდა.

„თეგეტა“ მუდმივად უწყობს ფეხს თანამედროვე მოთხოვნებს და ყველა გამოწვევას შესაძლებლობად გარდაქმნის. პანდემიამ არაერთი ცვლილება მოითხოვა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ დისტანციურ გაყიდვებს, რაც მსოფლიო საავტომობილო ბაზარზეც კი შედარებით ახალი სერვისია. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, „თეგეტა“ იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს ავტომობილების ციფრული შოურუმით სარგებლობის საშუალება მისცა. საუბარია ჩვენს შვილობილ კომპანია „ვოლვო ქარ კავკასიაზე“, რომელიც შვედური ბრენდის ავტომობილებს, საქართველოს გარდა, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთშიც წარმოადგენს“, - აღნიშნავს ვახტანგ კაჭარავა.

ამასთან, ჰოლდინგის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ „თეგეტას“ საავტომობილო ეკოსისტემა გულისხმობს უნიკალურ, ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების სრულ სპექტრს, რომელსაც წლის განმავლობაში ამ მიმართულებით კიდევ ერთი უნიკალური პროექტი დაემატა - „თეგეტას“ აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს სერვისებზე წვდომას კიდევ უფრო უმარტივებს.

ვახტანგ კაჭარავა ამბობს, რომ 2022 წელზე საუბრისას აუცილებელი ფაქტორია უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი, რომელმაც მსოფლიოში უამრავი რამ შეცვალა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებითაც.

„ომის დაწყების შემდეგ იყო გამოწვევები, რაც საქართველოს, როგორც მაღალი რისკის ზონაში მყოფ ქვეყანას, უკავშირდებოდა და გარკვეულწილად ართულებდა ჩვენს პარტნიორ ავტომწარმოებლებთან ურთიერთობას საკრედიტო პირობებთან დაკავშირებით. ბოლო თვეებში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა და „თეგეტა“ იბრუნებს და კიდევ უფრო აუმჯობესებს აღნიშნულ პირობებს. ეს ჩვენი ბიზნესის ზრდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და იმ მაღალ ნდობაზე მიუთითებს, რომელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ჩვენი პარტნიორი ავტომწარმოებლებისგან წლებია იმსახურებს“, - აცხადებს კაჭარავა.

„თეგეტას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 სიახლეების წელი იყო შიდა კორპორაციული განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებებითაც.

კერძოდ, კომპანიის ცნობით, CSR პროექტების კუთხით „თეგეტას“ პრიორიტეტებია: ქალთა გაძლიერება, განათლების ხელშეწყობა, გარემოზე ზრუნვა და ინოვაციები.

„ავტოსფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტულია საავტომობილო პროდუქტების მართვა და სერვისის შემდგომ მიღებული ნარჩენების გადამუშავება. ამ მიმართულებით ჰოლდინგის შემადგენლობაში გაჩნდა კომპანია „თეგეტა გრინ პლანეტ“, რომელიც ვალდებულებას იღებს ნარჩენების მართვაზე საბურავების, აკუმულატორებისა და ზეთების დამუშავების მიმართულებით. უსარგებლო ნაწილები რეციკლირების იმ ობიექტებს გადაეცემა, რომელთაც შესაბამისი საქმიანობის ნებართვა აქვთ.

„თეგეტა“ დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. წლევანდელ ჩამონათვალშია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაეროს მოსახლეობის ფონდთან. ვფიქრობთ, გამორჩეულია „თეგეტას“ წვლილი პროფესიული განათლების მიმართულებითაც. „თეგეტა აკადემიაში“ წელს რამდენიმე პროექტი დავიწყეთ. ერთ-ერთია „ელექტუდი“, რომელსაც USAID-თან ერთად ვახორციელებთ. ეს პროგრამა კიდევ უფრო ზრდის განათლების ხელმისაწვდომობას ავტოინდუსტრიის სფეროში. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ „თეგეტას“ ავტორიზებულ კოლეჯში უკვე მეორე ნაკადს ვმასპინძლობთ“, - ამბობს ვახტანგ კაჭარავა.

რაც შეეხება 2023 წლის გეგმებს, როგორც ვახტანგ კაჭარავა აღნიშნავს, „თეგეტა ჰოლდინგის“ მიზანია, 2023 წელი ისტორიაში ახალი რეკორდების წლად შევიდეს.

„ბევრი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ამით არ ვკმაყოფილდებით. საქართველოს სატრანზიტო მოძრაობა მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვენ კი გვაქვს 30-წლიანი გამოცდილება და ვიცით, როგორი უნდა იყოს ეფექტიანი სატვირთო სერვისი. ამის გათვალისწინებით გვინდა გავაკეთოთ სატვირთოების უპრეცედენტოდ დიდი სერვისცენტრი, რომლის მშენებლობაც ივნისში დაიწყება. ეს იქნება ჰაბი, სადაც განთავსდება ტერმინალი, საბაჟო საწყობი და ყველა სერვისი, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს. ასევე ივნისში დავიწყებთ მუშაობას დიდ, ინოვაციურ, მულტიფუნქციურ კომპლექსზე წეროვანში. ეს იქნება „თეგეტას“ მშრალი პორტი, კომპლექსური ლოგისტიკური ჰაბი, რომლითაც მეზობელ სახელმწიფოებსაც მოვემსახურებით.

გარდა ამისა, ვაკეში გაიხსნება ინოვაციური, მულტიფუნქციური კომპლექსი სადაც „ვოლვოს“ შოურუმი და „თეგეტას“ სერვისცენტრები განთავსდება. ეს იქნება მომსახურების სრულიად ახალი ცენტრი: კეთილმოწყობილი, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი და უფრო დიდი გამტარობით, რაც მომხმარებელს დამატებით კომფორტს შეუქმნის. სამწლიან ჭრილში დაგეგმილი გვაქვს 20-30 ახალი ობიექტის დამატება ექსპრეს სერვისების მიმართულებით და ამ კონცეფციაზეც უკვე ვმუშაობთ.

„თეგეტა“ ისწრაფვის გახდეს კიდევ ერთი ქართული კომპანია, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო ლისტინგში, რაც თავის მხრივ, მსოფლიო აღიარებასთან ერთად, გაზრდილი შესაძლებლობების, მნიშვნელოვანი პროექტებისთვის ფინანსების მოზიდვისა და მხარდაჭერის გარანტია იქნება“, - აღნიშნავს კაჭარავა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ცნობით, 2023 წელს, ამბიციურ გეგმებთან ერთად „თეგეტას“ ნომერ პირველ ამოცანად, კვლავ მომხმარებელი და მისი კმაყოფილება რჩება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა