„ტრასეკას“ გენერალური მდივანი - დღესდღეობით ჩვენი დერეფანი სულ უფრო მეტ უპირატესობას იძენს გადამზიდებისთვის, ქვეყნებისთვის, ტვირთმფლობელებისთვის

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის „ტრასეკას" გენერალური მდივნის, ასეტ ასავბაევის განცხადებით, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, „ტრასეკას“ მარშრუტების როლი დღეს ძალიან აქტუალურია და პრიორიტეტებს გადახედვის შემდეგ, ეს დერეფანი გადამზიდებისთვის, ქვეყნებისთვისა და ტვირთმფლობელებისთვის სულ უფრო მეტ უპირატესობას იძენს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასეტ ასავბაევი თბილისში ორგანიზაციის მთავრობათაშორისი კომისიის ყოველწლიურ, რიგით მე-16 სხდომის მუშაობაში მონაწილეობს.

როგორც ასეტ ასავბაევი აღნიშნავს, „ტრასეკას“ პლატფორმა მის წევრ ქვეყნებს ეხმარება, საზღვრების გადაკვეთის, შეზღუდვების თავიდან აცილების, გადაზიდვების გაუმჯობესებისთვის ერთიანი სატრანსპორტო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საკანონმდებლო საფუძველი შექმნან.

სხდომის დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შორისაა კასპიის ზღვაზე ახალი გემის მიღების კონცეფცია, გადაზიდვების საფასურის შემცირების მიზნით - კასპიის ზღვაზე ბორნის საშუალებით.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისეთი ინიციატივები, როგორიცაა მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარების მხარდაჭერა, მიმართულია ჩვენი მარშრუტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ. ასევე საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ვგეგმავთ, შევიმუშაოთ ტარიფების წარმოების ერთიანი მიდგომა საკონტეინერო გადაზიდვებისთვის, რათა ის მიმზიდველი იყოს ჩვენს მარშრუტებზე. დღესდღეობით ამ ტარიფებს თითოეული ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, ჩვენი მიზანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა არსებობდეს, შეგვეძლოს ამა თუ იმ სატარიფო შეღავათების გამოყენება, რათა საბოლოო ტარიფი კონკურენტუნარიანი და საინტერესო იყოს", - აღნიშნა „ტრასეკას" გენერალურმა მდივანმა.

2023 წლის 11 თებერვლიდან „ტრასეკას“ სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა 1 წლით საქართველო იქნება. სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები, სხვა საკითხებთან ერთად, 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის „ტრასეკას“ სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგებს განიხილავენ. ასევე, „ტრასეკას“ მთავრობათაშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიშს, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის სტრატეგიის განხორციელება. ამასთან, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე დაგეგმილია „ტრასეკას“ დერეფნის მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტისა და სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის შემაჯამებელი რეზოლუციის მიღება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა