დევიდ კრამერი - ისე ჟღერს, თითქოს ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს - ეს სამარცხვინოა

ისე ჟღერს, თითქოს ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს და ჩემი აზრით, ეს სამარცხვინოა, - ამის შესახებ „ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის“ გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ომში უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს“.

„თავიდანვე ვამბობდი და ძალიან ნათელია, რომ არავინ, საერთოდ არავინ ცდილობს საქართველოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ჩართვას. საერთოდ არავინ. ამერიკის შეერთებულ შტატებს უკანასკნელი, რაც სურს ისაა, რომ ეს ომი გაფართოვდეს და სხვა ქვეყნებიც მოიცვას. ასე რომ, ეს ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს და ამ სასაცილო განცხადებებს თავი უნდა დაანებოს“, - აცხადებს დევიდ კრამერი.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის კიდევ ერთ განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც ის „გლობალურ ომის პარტიასა“ და საქართველოს ომში ჩართვის ინტერესზე საუბრობს. „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამის დირექტორის, ჯონ ჰერბსტის თქმით, „უცნაურია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში პოლიტიკოსი აკეთებდეს განცხადებებს მოსკოვის თავდასხმის შესახებ ბახმუტთან დაკავშირებით და „გლობალური ომის პარტიაზე“ საუბრობდეს, რაც კრემლს ახარებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა