ვახტანგ გომელაურმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო პირადად მიუსამძიმრა.

"პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო და სამძიმარი ვუთხრა ჩვენ მეგობრებს, ჩვენ ძმებს და დებს - თურქ ხალხს, თურქეთის მთავრობას. ძალიან დიდი უბედურება მოხდა. იმ დილითვე, ბატონი პრემიერისგან მივიღეთ დავალება, მოხდა მობილიზება ჩვენი მაშველების, 60 ადამიანი იქნა თავისი აღჭურვილობით გაგზავნილი თურქეთში, შემდგომ, მეორე დღეს, კიდევ 40 ადამიანი დაემატა. დღეს ადგილზე ჩვენი 100 მაშველი მუშაობს. საბედნიეროდ, 3 ადამიანი გადაარჩინეს, ცოცხალი ამოიყვანეს ნანგრევებიდან, 21 კი დაღუპული იყო. ახლაც მუშაობენ. მაქსიმალურად ბოლომდე ვიქნებით მათ გვერდში, სანამ საჭირო იქნება ჩვენი დახმარება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად ჩემი სახელით, მიიღეთ ჩემი გულითადი სამძიმარი, მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო. მსურს, თანადგომა გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ამ მწუხარების ჟამს, ჩვენ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ", - წერს ვახტანგ გომელაური.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს