არჩილ თალაკვაძე - ლოიდ ოსტინის განცხადება უნდა ჩაიწერონ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა და მედიის ცრუ ნაწილმა - მისი პასუხი ნიშნავს, რომ საქართველო არის საიმედო მოკავშირე

ლოიდ ოსტინის განცხადება სიტყვა-სიტყვით ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის საიმედო მოკავშირე და მასთან თანამშრომლობაში ამერიკას აქვს პროგრესი - ალბათ, ეს პასუხი უნდა ჩაიწერონ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა და მედიის ცრუ ნაწილმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც პენტაგონში აშშ-სა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა.

მისი თქმით, როცა საქართველოს მიმართ ოპოზიციისა და მათი უცხოელი პარტნიორების მხრიდან დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმის, ლოიდ ოსტინის განცხადებას განსაკუთრებული პოლიტიკური წონა აქვს.

„სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რეალურად თუ რა განცხადება იყო გაკეთებული. ეს განცხადება სიტყვა-სიტყვით ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ საქართველო არის საიმედო მოკავშირე და ქვეყანასთან თანამშრომლობაში ამერიკას აქვს პროგრესი. ალბათ, ეს პასუხი უნდა ჩაიწერონ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა და მედიის ცრუ ნაწილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯებს იმეორებს. რადიკალური ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული მედიის განცხადებებს აქვს ერთი საერთო სახურავი - ეს არის საქართველოს დაზიანება ყველაფრის ფასად, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს, რა სტატუსს ატარებს, ყველასთვის ცნობილია და ამ ადამიანებს საზოგადოების მხრიდან ამიტომ აქვს ნულოვანი მხარდაჭერა,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისათვის, პენტაგონში აშშ- ისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია პენტაგონის ვებ- გვერდზე გავრცელდა. აშშ-ს თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით რისკის მიხედვით შეფასებული გადახდის გრაფიკი დაამტკიცეს, რათა საქართველომ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აშშ 33 მილიონი დოლარით ზრდის საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას.

„საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. ქართული სამხედრო ნაწილები მსახურობდნენ და თავს სწირავდნენ აშშ-სა და ნატო-ს ძალებთან ერთად კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. საქართველო იყო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში ნატო-ს მისიაში“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა