ჯაბა სამუშიამ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს პირადად მიუსამძიმრა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ თურქეთში მომხდარი სტიქიის გამო საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის პირადად მიუსამძიმრა და საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით უკვე გროვდება ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საელჩოში გაგზავნიან.

„ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის, სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულია ათასობით ადამიანი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ვუსამძიმრებ თურქ ხალხს. ჩვენ უკვე დავიწყეთ აქცია, რომელიც ითვალისწინებს მათ მხარდაჭერას, გვინდა, შევაგროვოთ პირველადი ნივთები, რომელიც თურქეთში გაიგზავნება“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა