ჯონათან კაცი - ერთადერთი „ომის პარტია“ პუტინი და რუსეთია, რომლებმაც უკრაინაში სისასტიკეები ჩაიდინეს

„გერმანიის მარშალის ფონდის“ უფროსი მკვლევარის, ჯონათან კაცის განცხადებით, ერთადერთი „ომის პარტია“ ახლანდელ კონფლიქტში პუტინი და რუსეთია, რომლებმაც უკრაინაში სისასტიკეები და ომის დანაშაულები ჩაიდინეს.

ჯონათან კაცი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, „გლობალური ომის პარტიის“ საქართველოში ინტერესების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ერთადერთი „ომის პარტია“ ახლანდელ კონფლიქტში პუტინი და რუსეთი არიან, რომლებმაც სისასტიკეები და ომის დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინაში. ქართველებს ძალიან კარგად ესმით, რუსეთის აგრესია რას ნიშნავს კრემლის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ძალადობის და მიმდინარე ოკუპაციის, საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის, ნაბიჯ-ნაბიჯ არალეგალური ანექსიის გათვალისწინებით“, - აცხადებს ჯონათან კაცი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა