პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები და შენიშვნები ჟურნალისტთა ქცევის წესების შესახებ არ გაიზიარა

პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები და შენიშვნები ჟურნალისტთა ქცევის წესების შესახებ არ გაიზიარა.

აღნიშნულის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

როგორც მათ ჟურნალისტებთან განმარტეს, პარლამენტის თავმჯდომარემ მოისმინა მათი ხედვა, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა.

„ბრძანებაში ყველაზე მეტად პრობლემურია, რომ როცა ინტერვიუს აძლევს რესპონდენტი და ის მიუთითებს, რომ უნდა შეწყდეს ინტერვიუს პროცესი, ეს იმას გულისხმობს, რომ თუ კითხვა არ მოეწონება რესპონდენტს, უნდა შევწყვიტოთ ინტერვიუ და მეორე კითხვის დასმის საშუალება აღარ მოგვეცეს. ასევე, პრობლემურია, რომ არ არის გათვალისწინებული დოკუმენტში საჯარო ინტერესიდან გამომდინარე პერსონალური მონაცემების გადაღება, რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის პირად მიმოწერაზე, არამედ, საუბარია იმაზე, თუ რას საქმიანობს დეპუტატი, როცა საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხზე მიმდინარეობს სხდომა. ამასთან, ბუნდოვანია, როგორ მოხდება აღსრულების პროცესი და ბრძანებაში განმარტებული არ არის როგორ მოხდება ის, თუკი მაგალითად, მხოლოდ ჟურნალისტი და რესპონდენტია, ვის ეკისრება მტკიცების ტვირთი.

პრობლემურია ისიც, რომ თუკი აკრედიტაცია შეუჩერდება ჟურნალისტს, მისი ჩანაცვლება არ არის შესაძლებელი. ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება საუბრის დროს, თუმცა, სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ მოხდა. ჩვენ დაკვირვებას გავაგრძელებთ. მნიშვნელოვანია მედიასაშუალებებმა ასეთი ფაქტები აღწერონ და ჩვენი ინფორმირება მოახდინონ, რათა შევძლოთ შემდგომში კიდევ უფრო არგუმენტირებულად ვისაუბროთ, რომ ეს პრობლემები პრაქტიკაში არსებობს”, - განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე მარიამ გოგოსაშვილმა.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერმა მამუკა ანდღულაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე შეთანხმება მხოლოდ იმაზე შედგა, რომ პრაქტიკაში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში თავმჯდომარე მათ კიდევ ერთხელ შეხვდება.

„პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალურად ავუხსენით ჩვენი პოზიცია, თავმჯდომარემ არ გაიზიარა, რომ ეს იქნება საფრთხის შემცველი და თქვა, რომ წესების შემოღების შედეგად, უფრო ცივილიზებული ფორმა მიეცემა ჟურნალისტების საქმიანობას პარლამენტში. ერთი შეთანხმება იმაზე მოხდა, რომ ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და ყველა ჟურნალისტს ვისაც შეიძლება პრობლემა და საფრთხე შეექმნას, შეუძლიათ მოგვმართოს, შევაფასებთ და შეთანხმება იმაში მდგომარეობს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, თუ გამოვლინდება ხარვეზები შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ“, - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის ქცევის წესები წესდება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრა. ამავე ბრძანების საფუძველზე, ჟურნალისტებისათვის საპარლამენტო აკრედიტაციები კვლავ გაიცემა, რაც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში შეჩერებულია.

პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესების მიხედვით, ჟურნალისტმა ხელი არ უნდა შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუ შეწყვიტოს; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე გამოსახული ინფორმაციის აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მასალა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს.

აღნიშნულ რეჟიმზე გადასვა 1-ელი მარტიდან მოხდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა