ძმები კაკულიების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ძმები კაკულიების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც საქმის პროკურორი, თამარ ყულჯანიშვილი განმარტავს, საქმეზე პროკურატურას არაერთი მტკიცებულება ჰქონდა წარმოდგენილი.

"ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებს. ფაქტია, რომ სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნამდვილად ძმები კაკულიების მიერაა დანაშაული ჩადენილი. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ძმები კაკულიები ნამდვილად იმყოფებოდნენ არაყიშვილი-ფალიაშვილის კვეთაზე და ნამდვილად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაესხნენ თავს სერგო ქურთიაშვილს და გაიზიარა, რომ ისინი ცეცხლსასროლ იარაღს ჯგუფურად ატარებდნენ, ასევე მოსამართლემ გაიზიარა, რომ ძმებმა კაკულიებმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს. ისინი დროებით საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ ინახავდნენ ცეცხლსასროლ იარაღს", - განაცხადა ყულჯანიშვილმა.

მოსამართლის განმარტებას, რომ გარკვეული ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო, პროკურორი არ ეთანხმება და განმარტავს, რომ "მყარი მტკიცებულებები არსებობდა".

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას კუთვნილ იარაღს, რომელიც კაკულიების დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს, პროკურორის თქმით, ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს.

"ზურაბ ჟვანიას სახელზე რეგისტრირებულ იარაღს რაც შეეხება, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აღნიშნულ იარაღს ძმები კაკულიები დროებით საცხოვრებელ ბინაში ინახავდნენ. ამ იარაღთან მიმართებით გამოძიება შსს-ში ნამდვილად მიმდინარეობს. ბუსა ჟვანია ქვეყანაში არ იმყოფებოდა და ვერ გამოიკითხა, თუმცა, მისი გამოკითხვისთვის მიმართული გვაქვს",- განაცხადა ყულჯანიშვილმა.

ცნობისთვის, დაკავებული ძმები - გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.

რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ ისინი მხოლოდ ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა. კაკულიები დამნაშავედ იქნენ ცნობილი საზღვრის უკანონო კვეთაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა