„გალტ & თაგარტმა“ საქართველოში კერძო კაპიტალის სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა

„გალტ & თაგარტმა“, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში კერძო კაპიტალის ბაზრის (private equity) განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაში საინვესტიციო ფონდების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„გალტ & თაგარტის“ კვლევა კერძო კაპიტალის განვითარების გლობალურ ტენდენციებს, კავკასიის რეგიონისა და ბალტიის ქვეყნებში სექტორის განვითარების ანალიზსა და საქართველოში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას ფარავს.

„მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე ხელმისაწვდომობა. ამჟამად საქართველოში კერძო კაპიტალის ბაზარი განვითარების საწყის ეტაპზეა. ამის მიზეზად ბევრი ფაქტორი სახელდება, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკის ზომა, დაფინანსების სამიზნე კომპანიების სიმცირე და კომპანიაში ინვესტიციის განხორციელების შემდგომ გასვლის შეზღუდული შესაძლებლობები. ვფიქრობთ, რომ რეგიონის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და კერძო, საჯარო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების კოორდინაციის საფუძველზე არსებობს საქართველოში ალტერნატიული დაფინანსების წყაროების განვითარების პოტენციალი“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

„კვლევა, ასევე, მოიცავს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის, საინვესტიციო ფონდებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც საქართველოში კერძო კაპიტალის ბაზრის განვითარებას უშლის ხელს. შედეგად, შემუშავდა დეტალური რეკომენდაციები, რომელიც ეხება როგორც მოთხოვნის, ასევე კერძო კაპიტალის მიწოდების მხარეებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა