„საქსტატი“ - 2022 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 808 326 პირი შეადგინა, რომელთაგან 71.3% ქალია, ხოლო 28.7% - კაცი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 808 326 პირი შეადგინა, რომელთაგან 71.3 პროცენტი ქალია, ხოლო 28.7 პროცენტი - კაცი.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პენსიის მიმღებთა 29.9 პროცენტი თბილისშია, 16.0 პროცენტი - იმერეთში, 10.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8 პროცენტი - ქვემო ქართლში, 8.8 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.9 პროცენტია.

„სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რიცხოვნობამ 178 426 შეადგინა, რომელთაგან 33.3 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 66.7 პროცენტს - კაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 70.6 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.8 პროცენტს - ომის მონაწილეები, 12.0 პროცენტს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4 პროცენტს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.2 პროცენტს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.1 პროცენტი თბილისშია, 16.6 პროცენტი იმერეთში, 11.5 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 35.2 პროცენტია. 2022 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 369 515 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 149 864. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია და 70.9 ათასს შეადგენს, მიმღებთა რაოდენობა კი 36.6 ათასია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა