ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ - ზუსტად ვიცი, იმ კვირაში პარლამენტში შემოხვალთ, რით „გააპრავებთ“ მერე ამას?

ზუსტად ვიცი, იმ კვირაში პარლამენტში შემოხვალთ, რით „გააპრავებთ“ მერე ამას? ასეთი უსუსურები ხართ, უკვე თქვენებიც აღარ გიჯერებენ - მრავალათასიან პარტიას 54 კაცი შემოგრჩათ, თქვენებმაც გაგშიფრეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ბრიფინგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ კობახიძის განცხადებას ინტერპრეტირება გაუკეთეს, თუმცა, საზოგადოებას მათი არ სჯერა და ეს წინა დღეებში გამართული აქციებიდანაც კარგად გამოჩნდა.

"მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ ბრიფინგებს, რაც ჩემმა ხელმოცარულმა კოლეგებმა ჩაატარეს, მათ შორის, მათ განახლებული „ნაცმოძრაობა“ რომ დაარქვეს ხაბეიშვილი- მერაბიშვილის ინტერპრეტაციებს, ასევე მეორე ხელმოცარული რომ დარბის „ტროიკიდან“, რუსებზე გაქირავებული ბინებით რომ მდიდრდება, ეს ხელმოცარულები ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ირაკლი კობახიძის განცხადების ინტერპრეტაციით შეეცადონ ქულები დაიწერონ. გუშინ რა კონტექსტშიც გაკეთდა განცხადება ეს არის ის, რომ რუსეთის ნებისმიერი წარმატებული თუ წინ გადადგმული ნაბიჯი უკრაინის ოკუპაციის მიმართულებით პირდაპირი რისკია ჩვენი ქვეყნისთვის. რუსეთს რომ გარკვეულწილად ალყაში ჰყავს მათ შორის ბახმუტი, მანამდე კიდევ რამდენიმე სოფელი აიღო და ბელარუსის საზღვარზე ხდება ესკალაცია, მათ შორის ამაზე თეთრი სახლი და უკრაინის დაზვერვა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მორიგი შეტევისთვის ემზადებიან. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას არ ვატყუებთ და პირდაპირ ვეუბნებით, რომ თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება გამოწვევის გაზრდა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხანია აირჩია ევროატლანტიკური გეზი და ეს არ არის რუსეთის ინტერესებში. ამ ხელმოცარულებს მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ აი რუსების მხარეს არიან. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ რუსები გაძლიერებულიყვნენ ქვეყანაში მათი მმართველობის დროს, ყველა სტრატეგიული ობიექტი გადაუფორმეთ რუსებს, პუტინის ბანკი შემოიყვანეთ, მათ შორის, ფიჭური კავშირგაბმულობა, პირდაპირ რუსულ არმიას შემოუძღვა სააკაშვილი და მისი ამფსონები, 20 პროცენტი ჩააბარეთ და ქართველ ბიჭებს დააბრალეთ ესკალაცია, ევროსაბჭოს ხელი მოუწერეთ. ჩვენ უვიზო მიმოსვლა შევძელით, თავისუფალი ვაჭრობა და რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ ხომ დაგასვათ წერტილი ამ ფსევდო ევროპელებს და თქვა, რომ საქართველო არის ლიდერი პრეტენდენტებს შორის. ჩირგვებში იყავით შეყუჟულები და ამიტომაც ხართ ხელმოცარულები, განახლებული რომ დაარქვით პარტიას და 54 კაცი მოგდევდათ გუშინწინ. ზუსტად ვიცი, იმ კვირაში პარლამენტში შემოხვალთ, რით „გააპრავებთ“ მერე ამას? ასეთი უსუსურები ხართ, უკვე თქვენებიც აღარ გიჯერებენ და ამიტომ არის მრავალათასიან პარტიას 54 კაცი შემოგრჩათ, არ ხართ გულწრფელები და თქვენებმაც გაგშიფრეს“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისათვის, დღეს ოპოზიციამ ირაკლი კობახიძის ის განცხადება გააკრიტიკა, სადაც ის ომში რუსეთის უპირატესობაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის უპირატესობა აქვს ომში და ეს ფაქტობრივი მოცემულობაა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა