ანა ნაცვლიშვილი - მოვუწოდებ პრემიერს, მეცნიერების ჩართულობით დაუყოვნებლივ მოხდეს გელათის სწორი რეაბილიტაციის გეგმის შედგენა - შეწყდეს საცდელ-საექსპერიმენტო პოლიგონად გელათის გამოყენება

მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, მეცნიერების ჩართულობით დაუყოვნებლივ მოხდეს გელათის სწორი რეაბილიტაციის გეგმის შედგენა და გადაიდგას ყველა ნაბიჯი, რომ გელათის ნგრევა შეჩერდეს. სხვა შემთხვევაში ეს იქნება პირადად პრემიერის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გელათთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნა აჩვენებს, რომ თავმოყვარე ადამიანი საკუთარი სარდაფის გარემონტებასაც არ მიუდგება ისეთი უპასუხისმგებლობით, როგორი უპასუხისმგებლობითაც გელათში სამუშაოები არის ჩატარებული.

„იუნესკოს უმძიმესი დასკვნის შემდეგ, აღარ რჩება არავითარი სხვა გონივრული ალტერნატივა, მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აიღოს ამ პროცესზე პასუხისმგებლობა, რადგან კულტურის მინისტრი სრულიად არაადეკვატურია და ეს დაადასტურა მისმა გუშინდელმა ქმედებებმა დასკვნასთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ მოხდეს გელათის სწორი რეაბილიტაციის გეგმის შედგენა მეცნიერების ჩართულობით და გადაიდგას ყველა ნაბიჯი, რომ გელათის ნგრევა შეჩერდეს. სხვა შემთხვევაში ეს იქნება პირადად პრემიერის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი. გეგმა უნდა იყოს დაუყოვნებლივ შედგენილი, დაუყოვნებლივ წარმოდგენილი პარლამენტში და ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან ერთად.

უნდა შეწყდეს გელათის საცდელ-საექსპერიმენტო პოლიგონად გამოყენება. დასკვნა, რომელიც გუშინ იუნესკომ მოგვაწოდა აჩვენებს, რომ თავმოყვარე ადამიანი, კერძო მოქალაქე საკუთარი სარდაფის გარემონტებასაც არ მიუდგება ისეთი უპასუხისმგებლობით, როგორი უპასუხისმგებლობითაც გელათში არის ჩატარებული სამუშაოები. მინისტრის მცდელობა, რომ ფაქტობრივად, გააყალბონ დასკვნის შინაარსი და საკუთარი უმწიკვლობა ამტკიცონ ამ პროცესში, უბრალოდ უსუსური და აბსოლუტურად მიუღებელია მაშინ, როდესაც ტაძარი ინგრევა. უკვე იუნესკოს დასკვნაც ყველა წინა დასკვნის სისწორეს ადასტურებს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრმა დეა მეტრეველმა აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტრო ვერ აცნობიერებს იმ რთულ ვითარებას, რაც გელათის კომპლექსშია.

"იუნესკოს დასკვნა იმაზე მეტად საგანგაშო და ყურადსაღები აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ნათელია მეცნიერების და ექსპერტების შეფასება, რომლებმაც დასკვნაზე იმუშავეს გამომდინარე იქიდან, რომ მართვის პროცესი გელათში იყო ჩამოშლილი, არ არსებობდა ელემენტარული გადანაწილებული პასუხისმგებლობები, ჩარევები გელათის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში იყო უბრალოდ კვლევების გარეშე დაგეგმილი და განხორციელებული და ფაქტობრივად, არანაირი დოკუმენტაცია ამ პერიოდის განმავლობაში არ იქმნებოდა. ამ დოკუმენტაციის არ არსებობაც კი გახდა პრობლემა იუნესკოს ექსპერტებისთვის, რომ ეს დასკვნა მოემზადებინათ.

დასკვნაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საგანგაშო მასალაა წარმოდგენილი. ჩვენი მხრივ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვხატოთ მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ კულტურის სამინისტროს მხრიდან გავრცელებული ეს დასკვნა ძალიან სამწუხარო ინტერპრეტაციით მოხდა რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ კულტურის სამინისტრო ვერ აცნობიერებს იმ რთულ ვითარებას, რაც გელათის კომპლექსშია", - განაცხადა მეტრეველმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა