ძმები კაკულიების მიმართ გამოტანილ განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულების ადვოკატებიც გაასაჩივრებენ

ძმები კაკულიების მიმართ გამოტანილ განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულების ადვოკატებიც გაასაჩივრებენ.

როგორც ადვოკატი გიორგი ანთაძე განმარტავს, დაცვის მხარემ იმას მიაღწია, რასაც 9 თვის განმავლობაში ამტკიცებდა.

„ამ გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ველოდით, რადგან ყველაზე მძიმე დანაშაულში, რასაც ბრალდების მხარე კაკულიებს ედავებოდა - მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში, მოსამართლემ ისინი გაამართლა. რაც შეეხება 9-წლიან სასჯელს, სასამართლომ ძმები კაკულიები დამნაშავედ ცნო იარაღის ჯგუფურად ტარების ნაწილში, ხოლო იარაღის ჯგუფურად შენახვის ნაწილი მოუხსნა.

რა თქმა უნდა, ამ განაჩენს გავასაჩივრებთ, დარწმუნებული ვართ, რაშიც მოსამართლემ კაკულიები დამნაშავედ ცნო, ამასაც მოვხსნით. 9 თვის განმავლობაში, რასაც დაცვის მხარე ვამტკიცებდით, იმ მიზანს ნაწილობრივ მივაღწიეთ, დავამტკიცეთ, რომ მკვლელობის მცდელობაში ძმები კაკულიები სრულიად უდანაშაულოები არიან, თუმცა, ბრძოლას გავაგრძელებთ და სასურველ შედეგამდე მივალთ“, - განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, დაკავებული ძმები - გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.

რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ ისინი მხოლოდ ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა. კაკულიები დამნაშავედ იქნენ ცნობილი საზღვრის უკანონო კვეთაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა