მატეუშ მორავეცკი - უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების ნებისმიერი გადაწყვეტილება ნატო-ს გადაწყვეტილება უნდა იყოს

უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ნატო-სგან უნდა მოდიოდეს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე ზოგიერთი ქვეყანა არ დაეთანხმა მის წინადადებებს საბრძოლო მასალის კიევისთვის მიწოდების შესახებ.

„კიევში მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ნატო-ს გადაწყვეტილება უნდა იყოს. პოლონეთი საბოლოოდ გადაწყვეტს რა გააკეთოს, როდესაც ცალსახა გადაწყვეტილება იქნება, რომ მოიერიშე თვითმფრინავები შეიძლება გადავიდეს უკრაინაში“, - აღნიშნა მორავეცკიმ.

ამასთან, მორავეცკის თქმით, პოლონეთი, ბელარუსთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ქვეყანასთან სასაზღვრო გადასასვლელების დახურვას არ გამორიცხავს.

ცნობისთვის, გუშინ პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო ბობროვნიკში ბელარუსის სასაზღვრო გადასასვლელს ჩაკეტავს. ბელარუსმა აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმო და კატასტროფულ ნაბიჯად შეაფასა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა