გია ვოლსკი - საქართველოს გააჩნია საკმაოდ მობილური სამხედრო თავდაცვის ძალები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავყვეთ ცხელთავიანების მოსაზრებას, რომ საქართველოს დეფეტიზმის ავადმყოფობა ჭირს

საქართველოს გააჩნია საკმაოდ მობილური სამხედრო თავდაცვის ძალები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავყვეთ ცხელთავიანების მოსაზრებას, რომ საქართველოს დეფეტიზმის ავადმყოფობა ჭირს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პენტაგონში აშშ- საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას და მასზე ოპოზიციის შეფასებებს, რომ აშშ- ს აქვს მზაობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმაროს, თუმცა, ხელისუფლება არაფერს ითხოვს.

ვოლსკის თქმით, "იარაღის მიწოდება სააკაშვილის ხელისუფლებისთვის აკრძალული იყო", რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში შეიცვალა და დაიშვა, მათ შორის განხორციელდა "ჯაველინების" შესყიდვაც. რაც შეეხება აშშ- საქართველოს შორის ახლა ამ საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, ვოლსკი ამბობს, რომ განცხადებას ამაზე თავდაცვის სამინისტრო გააკეთებს.

"ოპონენტების სურვილი იყო ამ თემის პოლიტიკურ რაკურსში გადაყვანა და უნიათო, უსუსური დასკვნების გაკეთება, რომ თითქოს, საქართველო არ ითხოვს იმ რესურსს, რაც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის არის საჭირო. საქართველოს გააჩნია საკმაოდ მობილური სამხედრო თავდაცვის ძალები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავყვეთ ცხელთავიანების მოსაზრებას, რომ საქართველოს დეფიტიზმის ავადმყოფობა ჭირს. ეს არ შეესაბამება რეალობას, რაც შეეხება სამხედრო ურთიერთობას, მათ შორის, იარაღის შესყიდვის სფეროში, ამაზე კომპეტენტური განცხადება იქნება გაკეთებული,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკი აღნიშნავს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგია, რასაც ოპოზიცია უპირისპირდება.

"რასაკვირველია ამერიკის ელჩი გააკეთებს ობიექტურ შეფასებას, ჩვენი მოქალაქე თუ ამერიკის, ან თუნდაც ამერიკის ექსპერტი თუ ნებისმიერი ქვეყნის, მისასალმებელია, მაგრამ განცხადებებს ნუ შევხედავთ მხოლოდ, ანალიზია საჭირო, თუკი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროინტეგრაციას მხარს უჭერს, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესებისადმი განპირობებულია სწორედ იმ პროცესებით, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. თუკი ამ რეალობას უპირისპირდება ადამიანების ჯგუფი, რომლებიც "ქართული ოცნების" ლიდერებს სასტვენებით დასდევენ, ეს ისე უნდა შევაფასოთ, როგორც ადრე არაერთხელ შეგვიფასებია, დესტაბილიზაციის ამოცანა არის მთავარი ამოცანა, რომელსაც ე.წ. რადიკალური ოპოზიცია მიჰყვება, ეს აღარ არის პოლიტიკური სუბიექტი, რაღაც რევოლუციურ კომიტეტად გადაიქცა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა