პეტრე ცისკარიშვილი - ირაკლი კობახიძე, მდინარაძე, „ოცნების“ „ლიდერშიფის“ წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთს ემსახურებიან, მარგარიტა სიმონიანის „მესიჯებით“ საუბრობენ

ირაკლი კობახიძე, მდინარაძე, „ოცნების“ „ლიდერშიფის“ წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთს ემსახურებიან, მარგარიტა სიმონიანის „მესიჯებით“ საუბრობენ, რომ თურმე დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა და “მეორე ფრონტის” გახსნა უნდა - როდესაც სამოქალაქო აქტივისტებს პროტესტი უჩნდებათ, ეს სუბიექტები აგინებენ, რაც დაუშვებელია, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებსა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერ მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას.

ცისკარიშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ საზოგადოებას დასავლეთი როგორმე შეაძულონ.

“ადამიანი, რომელიც იგივე “მესიჯბოქსით” საუბრობს, როგორც სიმონიანი და კარასინი საუბრობს, თვითონაც რუსია, თავის შეგნებით, მისწრაფებებით, პოლიტიკური ამოცანებით, ასევე ქვეყნის შიგნით ამოცანებით, რომ საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქციონ - როდესაც სამოქალაქო აქტივისტებს პროტესტი უჩნდებათ, ეს სუბიექტები აგინებენ. ეს დაუშვებელია. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. მოღალატე რუსები, რომლებიც ხელისუფლებაში სხედან, ყველაფერს აკეთებენ, რომ საზოგადოებას დასავლეთი როგორმე შეაძულონ. ემზადებიან, რომ თუ ევროპა ყველაფრის მიუხედავად, ხელს გამოგვიწვდის, თავისთვის დაიწერონ ქულები, მაგრამ თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, მოახდინონ დასავლეთის დემონიზება - ყველაფერს ვაკეთებდით, კანონებს ვიღებდით, მაგრამ ევროპელები ცუდი ხალხია და არ ვუნდივართ, ომში ვერ ჩაგვითრიეს, ბიძინას ანგარიშები დაუბლოკესო. ანუ, უნდათ, რომ ბიძინას და რუსეთის უკანა ეზო, საკუთარი ფეოდალური წარმონაქმნი შექმნან საქართველოსგან, რაც არ გამოუვათ”,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, 9 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს ტელეკომპანია “იმედთან“ დახვდნენ. აქტივისტები მდინარაძის მისამართით სკანდირებდნენ: „რუსი ხარ“ და მიმართავდნენ, რომ „მოღალატეობრივ“ განცხადებებს აკეთებს, რაზეც მდინარაძემ უპასუხა, რომ საკუთარ „სიტყვებზე პასუხს აგებს“.

ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია.

„არ ვიცი, ასეთი სასაცილო ხალხი. ეგონათ, რომ არ გადავიდოდი მანქანიდან, გადავედი და კაცს რომ ეუბნები: აი, რა გინდა თქვი, რას ითხოვ და სასტვენს რომ ჩაიდებს პირში და მთელი ძალით ჩაბერავს პასუხად...დადიან ასე ჩაბერილები. მართლა ცოდოები არიან. ამ ხალხს ავალებენ, რომ მოვიდეს და რუსი გეძახოს“, - განაცხადა მდინარაძემ მოგვიანებით „იმედის“ ეთერში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - ხელისუფლებამ იცის, რომ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების კუთხით ჩიხშია, ახლა მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ - არჩევნები მოიგონ და შემდეგ თქვან: ხალხმა ჩვენ აგვირჩია და დაანებეთ თავი ამ ქვეყანას
ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო