Global Finance-მა „თიბისი“, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, „თიბისი”, ზედიზედ მეორედ, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას “თიბისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, „თიბისიმ” აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: მომხმარებლების მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური პროდუქტები, მომგებიანობა, ბაზრის წილი და კონკურენტული უპირატესობა სერვისების მიმართულებით.

„თიბისიმ“, ნაღდი ფულის ეფექტური მართვისა და კლიენტებისთვის ბიზნესპროცესების გამარტივების მიზნით, ინოვაციური პროდუქტი - თანამედროვე Cash-in აპარატი დანერგა. აპარატი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მთელი საქართველოს მასშტაბით სასურველ ლოკაციაზე, დღე-ღამის სასურველ მონაკვეთში, ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ნებისმიერი რაოდენობის ნაღდი ფული - როგორც კუპიურების, ასევე მონეტების სახით, კომპანიის ანგარიშზე მომენტალურად ასახონ. 2022 წელს, „თიბისის“ ფილიალებში - 20, კლიენტი კომპანიების ლოკაციებზე კი 30 აპარატი განთავსდა.

„ჩვენი მომსახურებითა და პროდუქტებით, მუდმივად თანხვედრაში ვართ „თიბისის“ მისიასთან - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. სწორედ ამ მისიის პასუხი იყო Cash-in აპარატებიც, რომლის დახმარებითაც, 2022 წლის ბოლოსთვის, ფილიალებში, იურიდიული პირების ნაღდი ფულის 50% უკვე Cash-in აპარატების საშუალებით მივიღეთ, რამაც განტვირთა რიგები და ჩვენი მომხმარებლების დრო დაზოგა. ჯამში, აპარატებმა 2022 წელს 1,2 მილიარდ ლარამდე ნაღდი ფული მიიღო. აღსანიშნავია, რომ თუკი აღნიშნული პროდუქტით აქამდე მხოლოდ კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესები სარგებლობდნენ, 2023 წლიდან, „თიბისი“ Cash-in აპარატებით საცალო სეგმენტის მომხმარებლებსაც მოემსახურება“, - აცხადებს გიორგი თხელიძე, „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

„მსოფლიოში, სადაც გლობალური ინფლაცია და მიწოდების ჯაჭვის გამართულობა გამოწვევად რჩება, ნაღდი ფულის ჭკვიანურად მართვა და სახაზინო პროდუქტების მოქნილობა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ჯილდო გადავეცით იმ ფინანსურ ორგანიზაციებს, რომლებიც მიმდინარე, კრიზისულ ვითარებაშიც კი ახერხებენ, რომ შეუფერხებელი და საუკეთესო მომსახურება შესთავაზონ კლიენტებს“, - აცხადებს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა