მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თავისი მინისტრთა კაბინეტის მიღწევები ჩამოთვალა, მათ შორის მოლდოვის მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება და აღნიშნა, რომ მისი მუშაობა კრიზისის პერიოდს დაემთხვა.

„თანამდებობაზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყოფნის შემდეგ გადადგომის შესახებ ვაცხადებ… მთავრობას სახლში, მოლდოვაში, იმდენივე მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, რამდენიც ევროკავშირში, ბრიუსელში, გაცილებით მეტს მივაღწევდით”, - განაცხადა გავრილიცამ.

მისი თქმით, მოლდოვა ახალ ფაზაში შედის, რომლის საფუძველშიც უსაფრთხოებაა.

„თანამდებობაზე ამ 18 თვის განმავლობაში უწყვეტ კრიზისებში ვხელმძღვანელობდით. მოლდოვის რესპუბლიკა ახალ ეტაპში შედის, რომელშიც პრიორიტეტს უსაფრთხოება წარმოადგენს”, - თქვა გავირილიცამ.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მიიღო პრემიერ-მინისტრის გადადგომა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა მას. სანდუს თქმით, თანამდებობისთვის ახალ კანდიდატს საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ წარადგენს.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო