პოლონეთი საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას სთავაზობს

პოლონეთი საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას სთავაზობს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

ვარშავა შესაბამისი წინადადების თბილისში გაგზავნას გეგმავს.

„პოლონეთმა დააინიცირა და ამ თემაზე ბევრ პრემიერ-მინისტრთან მისაუბრია, საქართველოს მთავრობისადმი წინადადებები, რომ მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პოლონეთში შეძლოს მკურნალობა. ვშიშობთ, რომ საქართველოში მას ყველაფერი ცუდი შეიძლება დაემართოს”, - განაცხადა მორავეცკიმ.

ამავდროულად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა, თუ ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის მიღება სურს.

„საქართველოს თუ სურს მის ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, მან ასევე სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა, რომელიც უკვე ფორმულირებულია [ევროკავშირის] საბჭოს საგარეო სამსახურების მიერ”, - აღნიშნა მორავეცკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა