საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს, თურქეთის საელჩოში გახსნილი სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუ-ის კანცლერმა, უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება ალი ქაან ორბაის კაჰრამანმარაშის პროვინციაში, 10 ოქტომბერს, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, პირადად მიუსამძიმრა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა გულისტკივილს გამოვთქვამთ დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული იმ შეუქცევადი პროცესებისა და თანმდევი უმძიმესი ტრაგედიის გამო, რაც ჩვენს მეგობარ თურქეთს და თურქ ხალხს დაატყდა თავს. ამ მძიმე წუთებში სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ჩვენს თურქ კოლეგებს და გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ სტიქიის შედეგად დაშავებულ ყველა ადამიანს“, - აღნიშნულია სტუ-ის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის სამგლოვიარო ჩანაწერში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა