ადვოკატი - გამიკვირდა, რომ ბადრი ესებუა არ მოიყვანეს სასამართლო სხდომაზე, რა ტექნიკური მიზეზი უნდა ყოფილიყო, მოთხოვნა თავის დროზე იყო გაგზავნილი

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატი თვლის, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი.

„ვთვლი, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგებოდა საკონსტიტუციო სამართლის გადაწყვეტილებას და შესაბამისად მოსამართლემ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

ამასთან, ადვოკატისთვის გაურკვეველია, თუ რატომ არ ჩამოიყვანეს პატიმარი ბათუმიდან სასამართლო სხდომაზე. მისი თქმით, მოთხოვნა ამის თაობაზე გაგზავნილი იყო.

„გამიკვირდა, რომ ბადრი ესებუა არ მოიყვანეს სასამართლო სხდომაზე. რა ტექნიკური მიზეზი უნდა ყოფილიყო, მოთხოვნა თავის დროზე იყო გაგზავნილი. თუმცა მოთხოვნა სხვა პროცესებზე იქნება, რომ პატიმარი დაესწროს სასამართლო პროცესს“, - აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა