რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

„მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევანგელისტური ეკლესიის პასტორს, ზაალ ტყეშელაშვილს, აშშ-ის მოქალაქე, ბიუნგ ჩან პარკი, სასამართლოში უჩივის და მორწმუნეთაგან ეკლესიისთვის შეწირული 90000 აშშ დოლარის უკან დაბრუნებას მოითხოვს იმ საბაბით, რომ ევანგელისტური ეკლესია სინამდვილეში არაა ეკლესია, რადგან რეგისტრირებული არაა. მოსარჩელე მხარის პოზიციები არ გაიზიარა საქალაქო სასამართლომ, თუმცა, გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და ეკლესიას 90 ათასი აშშ დოლარის გადახდა დაავალა. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მოქალაქე ზაალ ტყეშელაშვილის მიერ გამოითქვა აბსურდული ცილისწამება, რომ აშშ-ის მოქალაქის სარჩელის უკან შესაძლოა სახელმწიფო, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იდგეს.

ამ აბსურდულ ცილისწამებასთან დაკავშირებით გვსურს, განვაცხადოთ:

  1. რელიგიის სააგენტო, რასაკვირველია, აშშ-ის მოქალაქის, ბიუნგ ჩან პარკის სარჩელის უკან არ დგას და ეს ყველაზე უკეთ, ცილისწამების ავტორებმა იციან;

  1. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა რელიგიურ გაერთიანებასთან, მათ შორის რამოდენიმე ათეულ ევანგელისტურ ეკლესიასთან, რელიგიის სააგენტოსთვის ზემოხსენებული რელიგიური გაერთიანების არსებობის შესახებ მხოლოდ მიმდინარე დღეებში მედიით გავრცელებული წილისწამებლური განცხადებიდან გახდა ცნობილი.

  1. რადგან ამგვარი ცილისწამება ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მათ მიერ მართული ჯგუფების მიერ რელიგიის სააგენტოს მიმართ პირველი არაა და ერთგვარი ტენდენციის სახეს იღებს, მიგვაჩნია, რომ მათი ქმედებები შესაძლოა (შესაძლოა!), კამპანიურ ხასიათს ატარებს და მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ ცილისმწამებლური საბაბით - „სახელმწიფო გვებრძვის" - რეიტინგი აიმაღლონ და პოპულარობა მოიპოვონ;

  1. კარგი იქნებოდა, მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ცილისმწამებლური ტექსტი გაავრცელეს, რელიგიის სააგენტოსთვისაც ეთხოვათ თემასთან დაკავშირებით კომენტარი;

  1. ამ განცხადებით თემაზე საუბარს ვწყვეტთ, რადგან არ ვაპირებთ მოქალაქე ზაალ ტყეშელაშვილისა და მისი უფლებადამცველების ცილისწამებლურ კამპანიაში მონაწილეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა