კობა გვენეტაძე - გრძელვადიან პერსპექტივაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად ხარჯიანი ალტერნატივაა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ბელგია-ნიდერლანდების ჯგუფში შემავალი ქვეყნების მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე, რომელიც 2014 წლიდან ყოველწლიურად ბელგიის ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდის ბანკის ორგანიზებით იმართება, ყურადღება მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მიმდინარე მაკროეკონომიკურ გამოწვევებს, მაღალ ინფლაციას და მზარდი ფინანსური უთანასწორობის თემების განხილვას დაეთმო.

კობა გვენეტაძემ თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა ცენტრალური ბანკების როლზე და ბოლო პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება.

"დღეს ინფლაცია გლობალური ეკონომიკის ალბათ ყველაზე დიდი პრობლემაა, მაშინაც კი, თუ ბოლო რამდენიმე თვე სურსათის, ნავთობისა და ტრანსპორტის გლობალური ფასების უკეთესობისკენ შებრუნების გამო უფრო იმედისმომცემი იყო. ამ მოვლენების გამო ცენტრალურ ბანკებს საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელზე სწრაფად გაზრდა მოუხდათ. მათგან მოდიოდა სიგნალი, რომ განაკვეთები უფრო დიდხანს დარჩებოდა მაღალ დონეზე. ჩვენი რწმენით, დღეს ჩვენი ეკონომიკებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად ხარჯიანი ალტერნატივაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ფასების სტაბილურობის შენარჩუნების გრძელვადიანი სარგებელი ბევრად აღემატება ეკონომიკური საქმიანობის დროებითი შეზღუდვის მოკლევადიან ხარჯებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კონფერენციაში, რომელიც დახურული დისკუსიის პრინციპით გაიმართა, წელს სსფ-სა და მსოფლიო ბანკის ბელგია-ნიდერლანდის ჯგუფში შემავალი ქვეყნების წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა და ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა